ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი

მცირე მეწარმეს, რომელიც მომსახურებას უწევს ინტერნეტით გერმანიაში ერთ ერთ კომპანიას, ეკუთვნის თუ არა დღგ-ით უკუდაბეგვრა?

2020/07
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.

2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

ორგანიზაციამ სსიპ – „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ს/კ 205005910, შპს „X“-ს გაუწია უძრავი ქონების საპრივატიზაციო მომსახურება. მომსახურების გამწევი ორგანიზაცია რეგისტრირებულია როგორც დღგ-ის გადამხდელი. შევძლებთ თუ არა „ჩვენ“, როგორც მომსახურების მიმღები შპს, მივიღოთ დღგ-ის ჩათვლა, საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე, როგორც ეს სსიპ-ების შემთხვევაში ხდება ხოლმე? ამასთან აღვნიშნავ, რომ შევამოწმე, შესაძლებელი იყო თუ არა დღგ-ის დეკლარაციაში (დანართი „ბ“, ნაწილი VI) რეესტრში ამ სააგენტოს დამატება. დავადგინე, რომ ვერ დავამატებ, მაგრამ შესაძლოა არსებობს რაიმე სხვა გზა, რომელიც არ ვიცი.

2020/07
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ქართული კომპანიისგან ვყიდულობთ ძირითად საშუალებას, რომელიც გვთხოვს, რომ დღგ-ის გარეშე თანხა გადავუხადოთ მის არარეზიდენტ მევალეს, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ ქართულ კომპანიას. საგადასახადო მიზნებისათვის ან დღგ-ის ჩათვლის კუთხით, რაიმე რისკები ხომ არ წარმოიშობა?

2020/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

თანამშრომლისათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა არ იბეგრება საშემოსავლოთი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამუშაომდე მისვლა შეუძლებელია, ან დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ამავე პრინციპით, თუ სამუშაო ადგილს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ დაქირავებული ვერ შეძლებს გამოკვებას და ამიტომ დამქირავებელი უზრუნველყოფს მის კვებას, შეგვიძლია არ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით?

2020/07
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით. გვესაჭიროება მითითება, თუ როგორ მოვახდინოთ ბუღალტერიაში ბარტერის ოპერაციის ასახვა. დეველოპერი ბათუმში მდებარე მშენებარე კორპუსში X კვ.მ ფართის ბინებს (ე.წ. „ჰაერს“) გადასცემს აღნიშნულ შპს-ს მის საკუთრებაში, თბილისში ერთ-ერთ ლოკაციაზე მდებარე Y კვ.მ მიწის (მასზე არსებული პროექტთან ერთად) სანაცვლოდ. 1) ვინაიდან ბარტერის ხელშეკრულებაში არ არის ასახული თანხები, შეძენილი მიწა და პროექტი რა თანხად უნდა ავსახო ბუღალტერიაში? საჭიროებას ხომ არ წარმოადგენს შემფასებლის მოწვევა ფასების განსასაზღვრად? 2) ბუღალტრული გატარება ამ ბარტერის შემთხვევაში როგორ მოხდება? 3) შემფასებლის მიერ შეფასებული შეძენილი მიწის და პროექტის საბაზრო ღირებულება თუ განსხვავდება დეველოპერის მიერ გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისაგან, მაშინ რა ხდება?

2020/07
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ბარტერი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა