ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

1) საქართველოს კომპანიის მიერ ნებისმიერი უცხოური კომპანიისათვის გაწეული მომსახურება არ იბეგრება დღგ-ით? 2) საქართველოს კომპანიის მიერ უცხოური კომპანიისთვის ვალის გადახდა – არ იბეგრება დღგ-ით? 3) თუ საქართველოს კომპანიამ (რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) უცხოურ კომპანიას არ გადაუხადა ვალი და აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანების თანხა თავის შემოსავლად, ეს რამე გადასახადით დაიბეგრება?

2020/04
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შევიდა ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841418?publication=0 ამ ცვლილების შინაარსი ასეთია: 2017 წლის დეკემბრიდან ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი იყო სამედიცინო საქონლის ნუსხა, რომელიც თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. მ/წლის 1 აპრილიდან ამ ნუსხას დაემატა ისეთი საქონელი, როგორიცაა პირბადეები, ხელთათმანები, ბახილები, სახის დამცავი ფარები და სხვა მსგავსი. გვაქვს ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთმა კომპანიამ 30 მარტს იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემდგომი გაყიდვის მიზნით შემოიტანა 6307 90 990 00 კოდის საქონელი – პირბადეები. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა საბაჟო (იმპორტის) დღგ-ით, რომელიც კომპანიამ ჩაითვალა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. აპრილში სრულად გაყიდა ეს საქონელი, ოღონდ ამჯერად მათი მიწოდება უკვე გათავისუფლებული იყო ჩათვლის უფლების გარეშე. ნიშნავს ეს თუ არა, რომ მარტში ჩათვლილი საბაჟო დღგ ექვემდებარება სრულად გაუქმებას? თუ კი, მაშინ რა გამოდის, გადამხდელი რეალურად ვერ სარგებლობს ამ შეღავათით (თუ არ ჩავთვლით დაზოგილ ფასნამატის დღგ-ს)?

2020/04
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

შპს-მ სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება შეფასებული იყო 1000 ლარად. გამართული აუქციონით, მიწის ნაკვეთი შპს-ის მიერ ფაქტიურად შეძენილი იქნა 400 ლარად. 1) კონკრეტულად ეს ოპერაცია დაიბეგრება თუ არა რამე გადასახადით? 2) ხომ არაფერი შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ იგივე მიწის ნაკვეთი შეძენილი იქნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე?

2020/04
დღგ
მოგების გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც აწარმოებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შემდგომი რეალიზაციისთვის, მიწის ნაკვეთი შეიძინა ფიზიკური პირიდან იმ პირობით, რომ ამ ფიზიკურ პირს სანაცვლოდ გადასცემს საცხოვრებელ ფართს შეთანხმების საფუძველზე. 1) არის თუ არა ეს ბარტერი? 2) ამ შემთხვევაში წარმოექმნება თუ არა შპს-ს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და თუ წარმოექმნება, მაშინ როგორ განისაზღვრება დასაბეგრი თანხა?

2020/03
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა მიწის ერთ-ერთ მეპატრონე ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: დეველოპერი საკუთრებაში გადასცემს პირველ მხარეს 400 კვ/მ ფართს შავი „კარკასის“ მდგომარეობით, გადასაცემი ფართის საერთო ფართობის 50%-ს A კორპუსში, ხოლო დარჩენილ 50%-ს ანუ 200 კვ/მ საცხოვრებელ ფართს – B კორპუსში. განშლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მიიღებს 6 საცხოვრებელ ბინას A და B კორპუსში. დეველოპერ კომპანიას, გარდა ამ სამშენებლო ობიექტისა, ცალკე აქტივად აქვს 45 კვ/მ საცხოვრებელი ბინა (თეთრი კარკასით და საყოფაცხოვრებო ინვენტარით), რომელიც შეიძინა 1 კვ/მ 1000 ამერიკულ დოლარად, რომელიც სხვა ლოკაციაზე მდებარეობს. დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის შედგა შეთანხმება, რომ დეველოპერმა ფიზიკურ პირს სამშენებლო კორპუსში გადასაცემი აღნიშნული 6 ბინიდან რომელიღაც 2 ბინის სანაცვლოდ გადასცეს და საკუთრებაში გადაუფორმოს ის 45 კვ/მ ბინა და ამ 2 ბინაზე გაუქმდეს წინარე ნასყიდობის უფლება. კითხვები შემდეგია: 1) დეველოპერმა ფიზიკურ პირზე გადაცემული ეს საცხოვრებელი ბინა 1 კვ/მ რა თანხით უნდა დაბეგროს? 2) დეველოპერის მიერ აუცილებლობას ხომ არ წარმოადგენს, ქონება შეაფასებინოს შესაბამის უწყებას საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით? 3) ზემოთ ხსენებული ოპერაციით რაიმე კანონდარღვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

2020/03
დღგ
მოგების გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

უცხოელს სურს შეიძინოს ბინა და შემდგომ გააქირავოს. გვაინტერესებს, რა შეღავათები არსებობს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის და ყველა გადასახადი, რაც მოუწევს ორივე შემთხვევაში.

2020/03
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა