ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711,50 ლარს შეადგენს. მიწისა და მასზე გაშენებული ვენახის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30000 ლარია. გაყიდვა განხორციელდა ფიზიკურ პირზე. ვენახი ახალია და მასზე ცვეთა ჯერ არ დარიცხულა, რადგან ის მსხმოიარე 2019 წლიდანაა. საწარმო, რომელმაც გაყიდვა მოახდინა, დღგ-ის გადამხდელია. გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გაიმიჯნოს დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ოპერაციები შესაბამისი თანხების მითითებით, რა დოკუმენტი უნდა გაფორმდეს და იქნებ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები: - 30000 ლარის შემოსავალზე; - 7941 კვ. მეტრი მიწის ფართობის რეალიზაციაზე; - 6711,50 ლარის თვითღირებულების მქონე ვენახის რეალიზაციაზე; - დღგ-ის თანხაზე.

2020/08
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიამ ბარტერის გზით 24 ბინა ასაშენებელ კორპუსში გაუცვალა ფიზიკურ პირს სხვა მიწის სანაცვლოდ. ანუ, ამ მიწაზე არ ხდება აღნიშნული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნულ 24 ბინაზე გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, აღნიშნული გაცვლის (ბარტერის) ფაქტიდან გასულია 2 წელზე მეტი. 1) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება როგორც ფიზიკური პირი, ასევე სამშენებლო კომპანია? 2) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 5 ან მეტ ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით. ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 5 ან მეტ ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი? 3) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. „ჰაერია“) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის და ასევე გაყიდის დანარჩენი 20 ბინიდან ერთის ან რამდენიმეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (უფლება), ამ შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი? 4) თუკი, სამშენებლო კომპანია და ფიზიკური პირი შეიტანენ ცვლილებას მათ შორის გაფორმებულ აღნიშნულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში (ან რამდენიმე ხელშეკრულებაში) და ვთქვათ N სართულზე არსებული ბინის ნაცვლად წინარე ნასყიდობაში ჩაწერენ P სართულზე არსებულ ბინას, ისე, რომ ეს ბინები სართულების გარდა სხვა მახასიათებლებით ფაქტობრივად ერთი და იგივე იქნება, ეს ცვლილება რაიმე დაბეგვრას გამოიწვევს (როგორც ფიზიკური პირის, ასევე სამშენებლო კომპანიის მხრიდან)?

2020/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური აქტივები
ბარტერი
მშენებლობა
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოა) ინტერნეტ-მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, კერძოდ, Shopify International Limited-ი. ეს მომსახურება ჩვენი ინტერნეტ საიტის ყოველთვიური მომსახურებაა. არ გვაქვს Shopify International Limited-ის რეზიდენტობის ცნობა. გთხოვთ გვიპასუხოთ: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება ჩვენი შპს ამ შემთხვევაში? 2) მომსახურების ღირებულება იჭრება ბანკიდან ავტომატურად, კერძოდ ინვოისი გამოწერილია 29 დოლარზე და თანხის ჩამოჭრა PayPal-ის მეშვეობით ხორციელდება 30.63 დოლარი. მოცემული შემთხვევის დროს, დასაბეგრი ბაზა საიდან იანგარიშება? გადახდის დანიშნულებაა Basic Shopify plan.

2020/08
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია „ა“-ს ქვეიჯარით აღებული აქვს მიწა და მასზე მდგარი 4 კედელი თიზ-ში რეგისტრირებული სხვა კომპანიისგან (რომელსაც თავის მხრივ ეს სახელმწიფოსგან აქვს აღებული იჯარით). ამ ობიექტზე კომპანია „ა“-მ დახარჯა დაახლოებით 2 მილიონი ლარი და მეტიც, განავრცო და ააშენა საწარმო (შენობა და დანადგარები). 1) ასეთი ხარჯის გაწევა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“-სთვის ნებადართულია თუ არა ჩვენი კანონმდებლობით? 2) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ეს გაწეული დანახარჯები რა ტიპის ხარჯია კომპანია „ა“-სთვის? 3) ქვეიჯარაში გადახდილი თანხები ემატება თუ არა შენობის თვითღირებულებას მშენებლობის პროცესში (მიმდინარეობისას)? 4) რამე გადასახადი ხომ არ წარმოექმნება კომპანია „ა“-ს ამ ოპერაციის გამო? ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.

2020/08
დღგ
სხვა გადასახადები და სანქციები
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?

2020/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენს საწარმოს ახალი სტატუსი მიენიჭა – ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი. გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი როგორ შეიძლება გავარკვიო? დღგ-ის გადამხდელად ხომ უნდა დავდგე, ეს ალბათ აუცილებელია და რასაც გადავიხდი დღგ-ს, მისი სრულად ჩათვლა შემეძლება?

2020/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა