ძებნის შედეგად ნაპოვნია 395 შედეგი
შპს X ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და იღებს მიმწოდებლებისაგან სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად:
1) მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი თურქეთის ტერიტორიაზე (გვირემონტებს მანქანებს);
2) მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე (გვირემონტებს მანქანებს);
3) არარეზიდენტი იურიდიული და ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირი უწევს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებებს თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით.
ზემოთ მოხსენიებული ოპერაციები იბეგრება თუ არა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით?
2020/02
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
მაღალი გამავლობის (High Passability) ავტომობილის (ძრავის მოცულობა 1590) რეალიზაცია ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით?
სსკ 174-ე მუხლის მიხედვით „დღგ-ის ჩასათვლელი თანხა“:
„3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ...
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“.
ანუ, 2019 წლის ოპერაციაზე რა ანგარიშ-ფაქტურაც მომივა დაგვიანებით, ოპერაციის პერიოდის მიხედვით დავაზუსტებ შესაბამის დღგ-ის დეკლარაციას და ჩავითვლი. სწორად გავიგე?
2020/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
სსკ 168-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება.
მუხლი 1621. მომსახურების გაწევის ადგილი:
„10. არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად“.
თიზისთვის შეძენილი საქონლის სატრანსპორტო მომსახურება თავისუფლდება დღგ-ისგან? ასევე, პორტში საქონლის მიწოდება?
საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში რა დოკუმენტი მოიაზრება – CMR? თუ სასაქონლო ზედნადები? თუ საჭიროა სხვა დოკუმენტი?
რა ბუღალტრული გატარებები კეთდება უსასყიდლოდ გაცემულ საწარმოს პროდუქციაზე, როცა:
1) პროდუქცია უსასყიდლოდ გაიცემა თანამშრომელზე;
2) პროდუქცია უსასყიდლოდ მიეწოდება სხვა პირს;
3) პროდუქციის მიწოდება სადეგუსტაციოდ, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ხდება კომპანიის მყიდველებსა და შემკვეთებზე?
2020/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
შპს X1-ს რამდენიმე შვილობილი შპს ჰყავს. მათგან ერთ-ერთმა შპს X2-მა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება მეიჯარესთან ფართზე, რომელიც იყო მოუწყობელი (ცარიელი კედლები). დაიწყო ამ ფართის კეთილმოწყობა და გაწეული იქნა გარკვეული სახის სამუშაოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს X2-მა ფართის გარკვეული ნაწილი დაუთმო შპს X1-ის მეორე შვილობილ შპს X3-ს, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
ახლა გვინდა, რომ ოფიციალურად ფართის გადაცემამდე გაწეული ხარჯები შპს X3-მა აუნაზღაუროს შპს X2-ს. ამისთვის ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელსაც თან დავურთავთ ხარჯების ამსახველ დანართს. ყველა შპს დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“. გვაინტერესებს:
1) ეს შემოსავალი, რომელსაც მიიღებს შპს X2 შპს X3-ისაგან, განხილულ უნდა იქნას, როგორც რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (6110), რომელიც უნდა დაიბეგროს დღგ-ით, თუ შესაძლებელია სხვა შემოსავლებში მისი გატარება დღგ-ით დაბეგვრის გარეშე?
2) ხომ არ არსებობს რამე უკეთესი და უფრო მარტივი გზა ზემოთ მოცემული ოპერაციის გასაფორმებლად?