ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

დაფასოებული წალამი (ვაზის ნასხლავი) დღგ-ით იბეგრება?

2019/11
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ალკოჰოლური სასმელების წარმოება, 2016-2018 წლებში ფარმაცევტული წარმოებისთვის გადაცემულ ეთილირებულ სპირტზე (კოდი 22071) დაარიცხეს აქციზის გადასახადი და დღგ. შპს-ს აქვს ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურებიდან ანტისეპტიკური ხსნარის ჩამოსხმაზე. რამდენად კანონიერია აღნიშნული ქმედება (დარიცხვა)?

2019/11
დღგ
აქციზი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს „X“ ფლობს სასტუმროს და ასევე აშენებს ბინებს გასაყიდად. სასტუმროსთვის სტუმრების მოსაზიდად და ასევე ბინების გაყიდვების ხელშეწყობისათვის შპს „X“ ურთიერთობს ისრაელის რეზიდენტ ორ იურიდიულ პირთან. ორივე არარეზიდენტი უწევს საშუამავლო მომსახურებას, ოღონდ სხვადასხვა სახით. ერთი არის ვებგვერდი, რომელზე წვდომა საქართველოდანაც არის შესაძლებელი, ხოლო მეორე – არ არის ვებგვერდი. საშუამავლო მომსახურება შემდეგი სახით გაიწევა: 1) სასტუმროს შემთხვევაში (არარეზიდენტი ვებგვერდი): მომავალი სტუმარი შედის ვებგვერდზე და იქ ყიდულობს ნომერს, ანუ ფულს ვებგვერდს უხდის. შემდეგ ვებგვერდი იტოვებს თავის საკომისიოს და დარჩენილ თანხას ურიცხავს შპს „X“-ს. 2) ბინების გაყიდვის შემთხვევაში: არარეზიდენტი (რომელიც ვებგვერდი არაა) აყიდინებთ ბინებს და იღებს საკომისიოს 5 პროცენტს ბინის ღირებულებიდან. თუ ზედმეტ ფასში გაყიდა – ნამეტი თანხის 70 პროცენტია საკომისიო. ორივე არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, მათი გაწეული მომსახურებები როგორ დაიბეგრება, როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ბინების გაყიდვის შემთხვევაში?

2019/10
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

კომპანიამ, რომელიც აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ფართებს, ძირითად საშუალებად დაიტოვა ერთი საოფისე და სამი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დამფუძნებლები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ეს საცხოვრებელი ფართები განკუთვნილია მათ მოსასვენებლად. საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. ეს ეხება საოფისე ფართს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება დარიცხული დღგ იმავდროულად ჩავითვალოთ? და მეორე, ალბათ ეს უნდა განვიხილოთ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის (არარეზიდენტისათვის) გაწეულ მომსახურებად და დავბეგროთ საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-ის საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანა იბეგრება დღგ-ით თუ არა?

2019/10
დღგ
ინვესტიციები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს „X“-მა 22.08.2018-ში გააფორმა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან, სადაც წერია: მეიჯარე (შპს „X“) გადასცემს, ხოლო მოიჯარე (ფიზიკური პირი) დროებით მართვაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „X“-ის 8 კოტეჯს (საიჯარო ობიექტი). იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა 01.09.2018-დან 07.10.2018-მდე. დღიური გადასახადი განისაზღვრა 1680 ლარით. ამის შემდგომ 27.08.2018-ში აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხა შპს „X“-ს 19890 ლარი. თქვენი აზრით, ეს 19890 ლარი ავანსად უნდა ჩაითვალოს და დაიბეგროს დღგ-ით 2018 წლის აგვისტოს თვეში?

2019/10
დღგ
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა