ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

ჩვენს კომპანიას და ისრაელის რეზიდენტ ფირმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, ისრაელის ფირმა იღებს ვალდებულებას გამოგზავნოს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს ჩვენს სამედიცინო პერსონალს. ჩვენი კომპანია იღებს ვალდებულებას დაფაროს ყველა ხარჯი, რომელიც უკავშირდება ისრაელის რეზიდენტი ფირმის მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას, სასტუმროში დაბინავების და კვების ხარჯებს. დაიბეგრება თუ არა ისრაელის რეზიდენტი ფირმის მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებაზე, დაბინავებაზე და კვებაზე გაწეული ხარჯი და როგორ?

2019/10
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ბათუმური შპს-ის დირექტორს, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხშირად უწევს ჩამოსვლა ბათუმში. შესაბამისად ხდება ტრანსპორტირების და სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება შპს-ის ფულადი სახსრებიდან. რამდენად იქნება კომპანიის მხრიდან მართებული, რომ მივლინების ხარჯად ვაღიაროთ დირექტორის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული ხარჯი? თუ შეუძლებელია მივლინების ხარჯად აღიარება, ამ შემთხვევაში როგორ დავბეგროთ აღნიშნული ხარჯი?

2019/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

დეველოპერი კომპანიის დაკვეთით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით სამშენებლო ტერიტორიაზე ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, სადაც დასკვნაში მითითებულია შემდეგი სახის 5 ფენა: 1-ლი ფენა – ტექნოლოგიური გრუნტი, სიმძლავრით 1.7 მ წარმოდგენილი ხრეშით და სამშენებლო ნარჩენებით; მე-2 ფენა – დელუვიური თიხნარი მყარპლასტიკური კონსისტენციის; მე-3 ფენა – კაჭარ-კენჭნარი ხრეშისა და ქვიშის შემავსებლით, სიმძლავრით 4.8-7.2 მ წყალგაჯერებული; მე-4 ფენა – საშუალო მარცვლოვანი ქვიშები კენჭების 3-5%-მდე ჩანართებით, სიმძლავრით 3,5-6,5 მ; მე-5 ფენა – რუხი ფერის, წყალგაჯერებული, წვრილმარცვლოვანი ქვიშები, სიმძლავრით 10.5-14.0 მ. დეველოპერმა დაიწყო „კატლავანის“ ამოღებითი სამუშაოები, რათა მომზადდეს ნიადაგი მშენებლობის დასაწყებად. გვაინტერესებს, დეველოპერს აქვს თუ არა უფლება მოახდინოს რეალიზაცია სამშენებლო ტერიტორიაზე ამოღებული მიწის და კენჭოვანი ქვიშის? და თუ კი, სასაქონლო ზედნადებში „საქონლის დასახელებაში“ ზემოთ ნახსენები გეოლოგის დასკვნაში მითითებული ფენების დასახელებით ხომ არ უნდა ჩაიწეროს? მაგალითად: 1-2 ფენა ქვაბულის გრუნტი (ტექნოლოგიური ნარევი მიწა), 3-4-5 ფენა ქვაბულის გრუნტი (კენჭოვანი ქვიშა)? 2) დეველოპერმა რეალიზაციის მიზნით ხომ არ უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას ლიცენზიის ასაღებად? 3) დეველოპერს მიწა და კენჭოვანი ქვიშა გადააქვს შიდა გადაზიდვით დასაწყობების მიზნით სხვა ტერიტორიაზე. გვაინტერესებს, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გატანილი მიწა და კენჭოვანი ქვიშა არ შემოიტანა სამშენებლო ტერიტორიაზე, მაშინ გაჩუქებად ან უსასყიდლო მიწოდებად ხომ არ ჩაითვლება და საგადასახადო სანქცია ხომ არ დაეკისრება დეველოპერს?

2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
მშენებლობა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

აგვისტოში, როგორც იცით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე იღებდნენ ფილმს და ქუჩა იყო გადაკეტილი, რის გამოც ჩვენს კაფეს (რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზეა) ჩაერიცხა 14 160 ლარი კომპენსაცია. კომპენსაციის გადამხდელი არის საქართველოს შპს. რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ ეს თანხა? ჩვენი კაფე – დღგ-ის გადამხდელია.

2019/09
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგი ოპერაციების ბუღალტრული გატარებები: 1) საქონლის იმპორტის დროს დღგ-ის დარიცხვა; 2) თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი თანხის გატარება.

2019/09
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

1) თუ შპს იყიდის შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალ მიწას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისაგან, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი, როგორ და რა განაკვეთით დაიბეგრება ეს ფიზიკური პირი? 2) როგორც დაიბეგრება შპს, თუ ამ მიწაზე ააშენებს შენობა-ნაგებობებს: ა) საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად; ბ) გასაყიდად? 3) თუ ეს შპს ამ მიწაზე არაფერს გააკეთებს და არც იჯარით გასცემს, მაშინ ხომ არ დაიბეგრება ეს შპს მიწის შესყიდვის ფასიდან სსკ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით?

2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
იჯარა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა