ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი
წარმოვადგენთ შპს-ს. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტებზე ხშირად დღეში რამდენიმეჯერ გვიწევს მისვლა და დათვალიერება, რამდენად იცავენ მუშები უსაფრთხოების ნორმებს.
ვინაიდან შპს-ს ავტომანქანები არ ჰყავს, თანამშრომლებთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ისინი მოგვემსახურებიან თავიანთი მანქანებით, ხოლო შპს უზრუნველყოფს საწვავით (ვაძლევთ საწვავის ტალონებს).
როგორ გავაკონტროლოთ საწვავის ხარჯვა? ასეთი ხელშეკრულების შემთხვევაში ვთავისუფლდები თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან? როგორ ჩავითვალო საწვავი ხარჯებში?
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (ქმარი), რომელიც დღგ-ის გადამხდელია, ფლობს შენობას და ინვენტარს (სასტუმროსთვის), და იყენებს მას შესაბამისად.
თუ სასტუმროს მართვას/მენეჯმენტს განახორციელებს მისი მეუღლე (ცოლი), რამდენად რეალურია ასეთი სქემა და რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება ამ დროს (ორივე მხარისთვის)? შეიძლება თუ არა ცოლი დარეგისტრირდეს როგორც ახალი გადამხდელი და მან განახორციელოს სასტუმროს მართვა ისე, რომ ძირითადი საშუალებები დარჩეს ქმრის სახელზე? თუ არა, განიხილება თუ არა ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა მეუღლეებს შორის ყიდვა-გაყიდვის გარეშე დასაბეგრ ოპერაციად?
2019/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
ფიზიკური პირი „M“ 2017 წლის 25 დეკემბრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს უძრავ ქონებას – საკადასტრო კოდი 72.06.11.426.01.500, ფართი 466,10 კვ.მ. შპს-ს (ს/კ 428884433) იჯარით აქვს აღებული ეს ფართი 2018 წლის 4 აგვისტოდან. შპს ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო ანუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.
მაინტერესებს, რომელი ვარიანტი უფრო მართებული იქნება შემდეგ სიტუაციაში: „M“-მა გაყიდოს ქონება, როგორც ფიზიკურმა პირმა თუ შპს-მ?
თუ როგორც ფიზიკური პირი გაყიდის, როგორ დაიბეგრება? მაგალითად, თუ გაყიდა 500 000 ლარად.
თუ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, მაშინ?
ან თუ შპს-მ გაყიდა, მაგ შემთხვევაში როგორ დაიბეგრება?
2019/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
1) A კომპანიამ, რომელიც ეწევა საგადასახადო აუდიტის მომსახურებას, დაკვეთა მიიღო B კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელისგან. მომსახურების ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 4 თვე, საფასური 20 000 ლარი (დღგ-ის გარეშე, რადგან იმ პერიოდში A კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი). თუმცა, მომსახურება ნაცვლად 4 თვისა, გაგრძელდა 1 წელი და 7 თვე, რადგან A კომპანია იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ დამკვეთი სრულად წარმოადგენდა მოთხოვნილ საბუთებს. დამკვეთმა მოცემულ ვადაშიც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები აუცილებელი მტკიცებულებების წარდგენის ნაწილში. ამ პერიოდში A კომპანია გახდა დღგ-ის გადამხდელი და ამის გამო დამკვეთისაგან მოითხოვა დამატებითი კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ.
გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენად საფუძვლიანია A კომპანიის აღნიშნული მოთხოვნა?
2) ასევე, გთხოვთ განგვიმარტოთ, მომსახურების ამ ტიპისა და საგნის მიხედვით, შესაძლოა თუ არა მასზე ვრცელდებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულების ნორმა?
2019/09
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
ჩვენი შპს ყიდის აპარატურას, რომლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. გაყიდულ აპარატურაზე ვრცელდება ჩვენი ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება. როდესაც საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში ვარემონტებთ ჩვენ მიერ გაყიდულ აპარატურას. ეს ხომ არ უნდა დავბეგრო დღგ-ით, სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით?
საქართველოს მოქალაქეს, არამეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წელთან მიმართებაში საქართველოს რეზიდენტია, აქვს ლეგალურ საკუთრებაში ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც შეძენილია სხვა ქვეყანაში და ინახება ასევე სხვა ქვეყანაში. ამ ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა იგეგმება წელს საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში (მყიდველი – არარეზიდენტი იურიდიული პირია), ხოლო გაყიდვის თანხა ჩაირიცხება გამყიდველი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე საქართველოში, ან, შესაძლოა, ჩაირიცხოს მისი მეუღლის, რომელიც არარეზიდენტია, საბანკო ანგარიშზე საქართველოში.
რა გადასახადებით დაიბეგრება ეს გაყიდვა?