ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

ჩვენმა შპს-მ („ესტონურ მოდელზეა“, დღგ-ის გადამხდელია), შეიძინა მიკროავტობუსი, დაქირავებული თანამშრომლების სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში სატარებლად. მძღოლად ჩვენი თანამშრომელია. მას ამ მომსახურებისათვის ანაზღაურება დაემატება მის ძირითად ხელფასზე. 1) 2017 წლის 1 იანვრის ცვლილება სსკ 101-ე მუხლში რამდენად მიესადაგება ამ სიტუაციას, რომ არ დაიბეგროს საშემოსავლოთი ეს მომსახურება და შესაბამისად, არ გავითვალისწინო სარგებელი თანამშრომლებზე? 2) არც მოგების გადასახადით და არც დღგ-ით არ დაიბეგრება? 3) მძღოლთან დაკავშირებით, მისი დამატებითი დაბეგვრის თემა ხომ არ დგას? 4) საწვავის ჩამოწერა ოდომეტრის ჩვენების მიხედვით შეგვიძლია ისე, რომ არ დავბეგროთ?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
შრომითი
პასუხის ნახვა

მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები: 1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში? 2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე? 3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ? 4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც. ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანია (თავისი ქვეკონტრაქტორით) ემსახურება თიზის საწარმოს. ტვირთი გადააქვს კახეთი-თიზი და თიზი-საბაჟო ტერმინალი. გადაზიდვის მომსახურება კახეთი-თიზი იბეგრება თუ არა დღგ-ით? თუ იბეგრება, რა არგუმენტით? ან, რომ არ დაიბეგროს, რა დოკუმენტები რა მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს? ასევე თიზი-საბაჟო ტერმინალი გადაზიდვა რა დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა? აქვს თუ არა მნიშვნელობა ვინ იქნება სატრანსპორტო მომსახურების გამწევი – თიზ-ის საწარმო თუ საქონლის მისთვის მიმწოდებელი?

2019/08
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

შპს, რომელიც შექმნილი და რეგისტრირებული იყო როგორც სამშენებლო საქმიანობის განმახორციებელი, ძირითადად ახორციელებს კრიპტოვალუტის გამომუშავებას. 1) სსკ 9.1 მუხლის მიხედვით, ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, თუ ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით, არ განეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობას? 2) თუ განეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობას, გთხოვთ აგვიხსნათ, როგორ ფორმირდება დასაბეგრი მოგება და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს „ვალუტასთან“, ხომ არ იბეგრება დღგ-ითაც? გთხოვთ, მიგვითითოთ ამ საქმიანობის მარეგულირებელი მუხლები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან.

2019/07
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში დაფიქსირებულია შემდეგი: „ექსპლუატაციაში მიღებულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება“. აღნიშნული ნორმა სამშენებლო კომპანიების მიმართ ექსპლუატაციაში შესვლის მომენტისათვის გამოიყენება თუ ჩვეულებრივ შპს-ზე, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ყიდულობს ძირითად საშუალებას, მათ შორის მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით? გთხოვთ შეძლებისდაგვარად ამომწურავ პასუხს.

2019/07
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა ხელშეკრულება მიწის რამდენიმე მეპატრონესთან (ფიზიკურ პირებთან), რომლის მიხედვითაც დეველოპერი გადმოიფორმებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც აპირებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას და მიწის სანაცვლოდ მიწის ზოგიერთ მეპატრონეს გადასცემს ფართს (კომერციულს და საცხოვრებელს), ზოგს კი – დამატებით კომპენსაციასაც. დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე გადმოიფორმა მიწის ნაკვეთები. ამ ხელშეკრულებას განვიხილავთ როგორც გრძელვადიან კონტრაქტს მიწის მეპატრონეებთან, მაგრამ მშენებელმა მშენებლობის დასაწყისშივე გააკეთა ასაშენებელი ბინების განშლა და მიწის მფლობელები უნდა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. მშენებლობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. 1) ფიზიკური პირებისგან მიწის გადმოფორმება ხომ არ ჩაითვლება დეველოპერისათვის მიღებულ ავანსად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად? თუ კი, მაშინ რა თანხიდან და როდის უნდა დაიბეგროს დეველოპერი? 2) საჯარო რეესტრში დარეგისტრირება როგორ უნდა მოხდეს, როგორც მშენებარე ფართების მომავალ მესაკუთრედ, თუ მესაკუთრედ? 3) გთხოვთ გაგვიმარტოთ, დაბეგვრის მიზნით რა განსხვავება არის მომავალ მესაკუთრედ და მესაკუთრედ შორის დარეგისტრებაზე? 4) ხომ არ წარმოშობს ზემოაღნიშნული საკუთრების რეგისტრაციის მომენტი გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტს და ხომ არ უნდა დაბეგროს დღგ-თი დეველოპერმა საჯარო რეესტრში განშლის გაკეთებისა და მიწის მეპატრონეებზე რეგისტრაციის მომენტში სრული სამშენებლო მომსახურების (მიწის მეპატრონეებზე) მიწოდება? თუ კი, მაშინ რა თანხიდან უნდა დაიბეგროს? თუ არა, მაშინ რა მომენტი უნდა ჩაითვალოს გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტად: შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა, მიწის მეპატრონეებზე ფართების ფაქტობრივი ჩაბარება თუ რამე სხვა?

2019/07
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა