სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება, რის გამოც საჯარო რეესტრში გადახდილი იქნა მიწის საკომპენსაციო თანხა 14 000 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავლის დანიშნულებით.
ამ თანხაზე (14 000 ლარი) შეგვიძლია თუ არა დღგ-ის ჩათვლა?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.
ორგანიზაციამ სსიპ – „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ს/კ 205005910, შპს „X“-ს გაუწია უძრავი ქონების საპრივატიზაციო მომსახურება. მომსახურების გამწევი ორგანიზაცია რეგისტრირებულია როგორც დღგ-ის გადამხდელი. შევძლებთ თუ არა „ჩვენ“, როგორც მომსახურების მიმღები შპს, მივიღოთ დღგ-ის ჩათვლა, საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე, როგორც ეს სსიპ-ების შემთხვევაში ხდება ხოლმე?
ამასთან აღვნიშნავ, რომ შევამოწმე, შესაძლებელი იყო თუ არა დღგ-ის დეკლარაციაში (დანართი „ბ“, ნაწილი VI) რეესტრში ამ სააგენტოს დამატება. დავადგინე, რომ ვერ დავამატებ, მაგრამ შესაძლოა არსებობს რაიმე სხვა გზა, რომელიც არ ვიცი.
ქართული კომპანიისგან ვყიდულობთ ძირითად საშუალებას, რომელიც გვთხოვს, რომ დღგ-ის გარეშე თანხა გადავუხადოთ მის არარეზიდენტ მევალეს, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ ქართულ კომპანიას. საგადასახადო მიზნებისათვის ან დღგ-ის ჩათვლის კუთხით, რაიმე რისკები ხომ არ წარმოიშობა?