ძებნის შედეგად ნაპოვნია 424 შედეგი
შპს „X“ ფლობს სასტუმროს და ასევე აშენებს ბინებს გასაყიდად. სასტუმროსთვის სტუმრების მოსაზიდად და ასევე ბინების გაყიდვების ხელშეწყობისათვის შპს „X“ ურთიერთობს ისრაელის რეზიდენტ ორ იურიდიულ პირთან. ორივე არარეზიდენტი უწევს საშუამავლო მომსახურებას, ოღონდ სხვადასხვა სახით. ერთი არის ვებგვერდი, რომელზე წვდომა საქართველოდანაც არის შესაძლებელი, ხოლო მეორე – არ არის ვებგვერდი. საშუამავლო მომსახურება შემდეგი სახით გაიწევა:
1) სასტუმროს შემთხვევაში (არარეზიდენტი ვებგვერდი): მომავალი სტუმარი შედის ვებგვერდზე და იქ ყიდულობს ნომერს, ანუ ფულს ვებგვერდს უხდის. შემდეგ ვებგვერდი იტოვებს თავის საკომისიოს და დარჩენილ თანხას ურიცხავს შპს „X“-ს.
2) ბინების გაყიდვის შემთხვევაში: არარეზიდენტი (რომელიც ვებგვერდი არაა) აყიდინებთ ბინებს და იღებს საკომისიოს 5 პროცენტს ბინის ღირებულებიდან. თუ ზედმეტ ფასში გაყიდა – ნამეტი თანხის 70 პროცენტია საკომისიო.
ორივე არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, მათი გაწეული მომსახურებები როგორ დაიბეგრება, როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ბინების გაყიდვის შემთხვევაში?
2019/10
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
კომპანიამ, რომელიც აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ფართებს, ძირითად საშუალებად დაიტოვა ერთი საოფისე და სამი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დამფუძნებლები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ეს საცხოვრებელი ფართები განკუთვნილია მათ მოსასვენებლად.
საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, იმავდროულად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია. ეს ეხება საოფისე ფართს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება დარიცხული დღგ იმავდროულად ჩავითვალოთ?
და მეორე, ალბათ ეს უნდა განვიხილოთ დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის (არარეზიდენტისათვის) გაწეულ მომსახურებად და დავბეგროთ საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით?
2019/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მშენებლობა
უძრავი
ქონება
ძირითადი
საშუალებები
პასუხის ნახვა
შპს-ის საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანა იბეგრება დღგ-ით თუ არა?
შპს „X“-მა 22.08.2018-ში გააფორმა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან, სადაც წერია: მეიჯარე (შპს „X“) გადასცემს, ხოლო მოიჯარე (ფიზიკური პირი) დროებით მართვაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „X“-ის 8 კოტეჯს (საიჯარო ობიექტი). იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა 01.09.2018-დან 07.10.2018-მდე. დღიური გადასახადი განისაზღვრა 1680 ლარით. ამის შემდგომ 27.08.2018-ში აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხა შპს „X“-ს 19890 ლარი. თქვენი აზრით, ეს 19890 ლარი ავანსად უნდა ჩაითვალოს და დაიბეგროს დღგ-ით 2018 წლის აგვისტოს თვეში?
ჩვენს კომპანიას და ისრაელის რეზიდენტ ფირმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, ისრაელის ფირმა იღებს ვალდებულებას გამოგზავნოს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს ჩვენს სამედიცინო პერსონალს. ჩვენი კომპანია იღებს ვალდებულებას დაფაროს ყველა ხარჯი, რომელიც უკავშირდება ისრაელის რეზიდენტი ფირმის მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას, სასტუმროში დაბინავების და კვების ხარჯებს. დაიბეგრება თუ არა ისრაელის რეზიდენტი ფირმის მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებაზე, დაბინავებაზე და კვებაზე გაწეული ხარჯი და როგორ?
2019/10
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა
ბათუმური შპს-ის დირექტორს, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხშირად უწევს ჩამოსვლა ბათუმში. შესაბამისად ხდება ტრანსპორტირების და სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება შპს-ის ფულადი სახსრებიდან. რამდენად იქნება კომპანიის მხრიდან მართებული, რომ მივლინების ხარჯად ვაღიაროთ დირექტორის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული ხარჯი? თუ შეუძლებელია მივლინების ხარჯად აღიარება, ამ შემთხვევაში როგორ დავბეგროთ აღნიშნული ხარჯი?
2019/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა