ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

დეველოპერმა გააფორმა ხელშეკრულება მიწის რამდენიმე მეპატრონესთან (ფიზიკურ პირებთან), რომლის მიხედვითაც დეველოპერი გადმოიფორმებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც აპირებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას და მიწის სანაცვლოდ მიწის ზოგიერთ მეპატრონეს გადასცემს ფართს (კომერციულს და საცხოვრებელს), ზოგს კი – დამატებით კომპენსაციასაც. დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე გადმოიფორმა მიწის ნაკვეთები. ამ ხელშეკრულებას განვიხილავთ როგორც გრძელვადიან კონტრაქტს მიწის მეპატრონეებთან, მაგრამ მშენებელმა მშენებლობის დასაწყისშივე გააკეთა ასაშენებელი ბინების განშლა და მიწის მფლობელები უნდა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. მშენებლობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. 1) ფიზიკური პირებისგან მიწის გადმოფორმება ხომ არ ჩაითვლება დეველოპერისათვის მიღებულ ავანსად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად? თუ კი, მაშინ რა თანხიდან და როდის უნდა დაიბეგროს დეველოპერი? 2) საჯარო რეესტრში დარეგისტრირება როგორ უნდა მოხდეს, როგორც მშენებარე ფართების მომავალ მესაკუთრედ, თუ მესაკუთრედ? 3) გთხოვთ გაგვიმარტოთ, დაბეგვრის მიზნით რა განსხვავება არის მომავალ მესაკუთრედ და მესაკუთრედ შორის დარეგისტრებაზე? 4) ხომ არ წარმოშობს ზემოაღნიშნული საკუთრების რეგისტრაციის მომენტი გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტს და ხომ არ უნდა დაბეგროს დღგ-თი დეველოპერმა საჯარო რეესტრში განშლის გაკეთებისა და მიწის მეპატრონეებზე რეგისტრაციის მომენტში სრული სამშენებლო მომსახურების (მიწის მეპატრონეებზე) მიწოდება? თუ კი, მაშინ რა თანხიდან უნდა დაიბეგროს? თუ არა, მაშინ რა მომენტი უნდა ჩაითვალოს გრძელვადიანი კონტრაქტის დასრულების მომენტად: შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა, მიწის მეპატრონეებზე ფართების ფაქტობრივი ჩაბარება თუ რამე სხვა?

2019/07
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ბარტერი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს ნიმუშად მივაწოდეთ ჩვენი პროდუქცია. მოგების გადასახადით და დღგ-ით უნდა დავბეგროთ?

2019/07
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს „ა“-მ შეიტანა უძრავი ქონება თავისი შვილობილი შპს „ბ“-ის კაპიტალში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შპს „ბ“ უბრუნებს ამ ქონებას შპს „ა“-ს, ხდება კაპიტალის შემცირება. რადგან ეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, შპს „ბ“-მ უნდა გამოუწეროს შპს „ა“-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს „ა“-ს მხრიდან ამ ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხომ არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ?

2019/06
დღგ
ინვესტიციები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

აქვს თუ არა უფლება დღგ-ის გადამხდელს უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე გამოწერილი საფ-ით განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა შესაბამის პერიოდში (მიუხედავად გადასახდელი დღგ-ის გადაუხდელობისა)?

2019/06
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ორი შპს ერთობლივად აფუძნებს ცალკე შპს-ს, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს. ერთ-ერთი შპს საწესდებო კაპიტალში დებს სამედიცინო აპარატურასა და საქმიანობისათვის საჭირო სხვა ინვენტარსაც (კერძოდ, კომპიუტერები და საოფისე ინვენტარი). ეს შპს ეწევა სამედიცინო საქმიანობას და გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ანუ შეძენილ ძირითად საშუალებებზე დღგ ჩათვლილი არ არის. ამ შპს-ის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას? თუ ექვემდებარება, გთხოვთ განმიმარტოთ.

2019/06
დღგ
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

1) სსკ 151-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ფიზიკური პირის (100% წილის მფლობელის) მიერ შპს-ის საწესდებო კაპიტალში ქონების ან სხვა მატერიალური ფასეულობების შეტანა ფიზიკური პირის მიერ, განიხილება საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტში ქონების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის მომენტად? რადგან ითვლება დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდებად, მაგრამ გათავისუფლებულია, ხოლო მოგების მიზნებისთვის ალბათ კანონმდებელი ხედავს რისკს, რომ შეტანის მომენტის შემდგომ ამ ქონების რეალიზაციისას მიღებული თანხის გატანა არ ჩაითვლება მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად, რადგან ფ/პ გადაწყვიტავს შეიმციროს კაპიტალი და არ დაიბეგრება გატანის მომენტში. 2) ამასთან, თუ განხორციელდა მხოლოდ ფულის შეტანა კაპიტალში (სსკ მე-16 მუხლით ფული ითვლება საქონლად, გარდა დღგ-ის მიზნებისთვის), ხომ არ ჩაითვლება მიწოდებად და გადახდის წყაროსთან დასაბეგრ ბაზად? ანდა უცხოური ვალუტის შეტანისას კაპიტალში ყიდვის და შეტანის მომენტში დაფიქსირებული კურსთაშორისი სხვაობა დადებითი კურსის კუთხით (ეროვნული ვალუტის მიმართებით) ხომ არ ჩაითვლება ფ/პირის მიერ მიღებულ სარგებლად და ხომ არ წარმოეშობა ამ ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან დაკავების მომენტი?

2019/06
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა