ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

უცხოური საწარმოს (ესპანეთში რეგისტრირებული კომპანიის) ფილიალი რეგისტრირებულია საქართველოში. ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას იღებს კომპანია, დაკავშირებულია სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან. ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იქნება ფილიალი. 1) შესაძლებელია თუ არა სათავო კომპანიამ წარუდგინოს შვილობილს (თავის ფილიალს) აღნიშნული მომსახურების ინვოისები, რათა შვილობილმა მოახდინოს თანხის გადარიცხვა ესპანეთში? ხომ არ ჩაითვლება მოგების განაწილებად? 2) პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული მომსახურება? და შეეხება თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება? 3) იმ შემთხვევაში, თუ სხვა არარეზიდენტმა კომპანიამ გაუწია მომსახურება ფილიალს (საინჟინრო, საზედამხედველო, სამშენებლო ან მსგავსი), რა გადასახადებით დაიბეგრება ფილიალი? და შეეხება თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება?

2019/06
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი – ა(ა)იპ განიხილება, როგორც ორგანიზაცია, ხოლო საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, ა(ა)იპ-ი წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას. სპორტულმა ფედერაციამ, რომელმაც უზრუნველყო ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში, დაფინანსება მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ასევე ფედერაციას შემოსავალი აქვს ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების გუნდებიდან და ეს თანხები განკუთვნილია მათი სასტუმროთი და ტრანსფერით უზრუნველყოფისთვის. გთხოვთ გაგვიმარტოთ, ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების გუნდებიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვლება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად? ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ სპორტული ფედერაციის დებულების თანახმად, მის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება.

2019/05
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2006 წლის 24 ივლისს გამოტანილია სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც კომპანიის ყოფილ დირექტორს (შემდგომში ფიზიკური პირი) უფლება მიეცა განკარგოს, გაყიდოს, დააგირავოს ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქცია – საკონიაკე სპირტი და სრულად მიიღოს ქონების რეალიზაციით მიღებული ამონაგები გადასახადების გამოკლებით. ამჟამად ფიზიკურ პირს სურვილი აქვს გაყიდოს მის განკარგულებაში არსებული სპირტი. 1) ვის მიერ უნდა მოხდეს სარეალიზაციო სპირტზე ზედნადების გამოწერა? 2) რა გადასახადებით დაიბეგრება სარეალიზაციო სპირტი და რა განაკვეთებით? 3) ამ გადასახადების გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა რა გადასახადით და რა განაკვეთით უნდა დაიბეგროს ფიზიკურ პირზე გაცემამდე?

2019/05
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აქციზი
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი კომპანია გეგმავს შეისყიდოს მატარებლის ვაგონები საქართველოს ფარგლების გარეთ და გააგრძელოს საქმიანობა ორი შესაძლო მიმართულებით: 1. გაყიდოს აღნიშნული ვაგონები ასევე საქართველოს ფარგლების გარეთ; 2. გასცეს იჯარით აღნიშნული ვაგონები: ა) რეზიდენტ კომპანიაზე; ბ) არარეზიდენტ კომპანიაზე. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაციები?

2019/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

1) შპს X-ის (კომპანიის) საქმიანობა არის საფოსტო-საკურიერო მომსახურება (ექსპრეს-ფოსტა). თურქეთის კომპანია ახორციელებს ფოსტის (ამანათების, გზავნილების და ა.შ.) სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოტანას, რაშიც მას მომსახურებას უწევს შპს X კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოსული გზავნილების, ამანათების დანიშნულების ადგილამდე მიტანას, ასევე გარკვეული ტვირთების საქართველოდან გაგზავნაზე უწევს მომსახურებას. შპს X-ის მიერ თურქეთის კომპანიისთვის გაწეული მომსახურება მიიჩნევა თუ არა საექსპედიტორო მომსახურებად, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ან რა ტიპის მომსახურებად განიხილება და რა საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება? გთხოვთ მიპასუხოთ, დღგ-ის მიზნებისთვის როგორ დაიბეგრება შპს X-ის მიერ არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურება? 2) ასევე გთხოვთ მიპასუხოთ, თუ შპს X იქნებოდა თურქეთის ამ კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, იგივე ოპერაციების შემთხვევაში რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრებოდა, ან რისგან გათავისუფლდებოდა?

2019/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იანვრის თვეში არარეზიდენტ ფიზიკურ პირს მიყიდა კომერციული/საცხოვრებელი ფართი, ხოლო აპრილის თვეში იგივე პირისგან ყიდულობს იგივე ფასში იმავე ფართს. უკან შესყიდული ფართის შემდგომი რეალიზაციის დროს როგორ შეიძლება დღგ-ით დასაბეგრი თანხის შემცირება? ვგულისხმობ, ფიზიკური პირისგან ფართის გამოსყიდვისას ვერ მივიღებ დღგ-ის ჩათვლას, ხოლო გადაყიდვის დროს მომიწევს სრული ღირებულებიდან დღგ-ის გადახდა? არის თუ არა ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იანვრის თვეში გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება?

2019/05
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა