ქართულ შპს-ს ექსპორტზე გააქვს საქონელი. ექსპორტის დეკლარაციას C ნომერი მიენიჭა 31.12.2016-ში, ხოლო A ნომერი 03.01.2017-ში. მიწოდების პირობა ხელშეკრულებაშიც, ინვოისშიც, CMR-შიც და ექსპორტის დეკლარაციაშიც მითითებულია – CIP-მოსკოვი (ოღონდ ინკოტერმს-2000 თანახმად). თუმცა, ხელშეკრულებაში ნათლად არ არის დაფიქსირებული, თუ როდის გადადის საკუთრების უფლება. ხელშეკრულება ისე იკითხება, თითქოს ეს მიბმულია მიწოდების პირობაზე, მაგრამ ნათელი არ არის. შპს-ს ამ ექსპორტის დეკლარაციით მიღებული შემოსავალი ნაღიარები აქვს 31.12.2016-ში და შესაბამისად დაბეგრილი აქვს 2016 წლის მოგების გადასახადით. ჩვენი აზრით, შპს-ს საგადასახადო კუთხითაც და ფინანსური კუთხით მით უმეტეს, არასწორად აქვს განსაზღვრული როგორც 2016 წლის, ასევე 2017 წლის შემოსავლები. შესაბამისად, უნდა შემცირდეს 2016 წლის მოგების გადასახადი და გაიზარდოს 2017 წლის შემოსავალი. ხომ სწორია ეს პოზიცია? რამე დამატებითი დეტალი ხომ არ უნდა მოვიძიოთ?
წარმოებაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა დანაკლისი. ბუღალტრული გატარებები გავაკეთეთ შემდეგი სახით:
1)-2) დებეტი 1490 კრედიტი 6110, დებეტი 1490 კრედიტი 3330.
3) გადახურვა:
დებეტი 9210 კრედიტი 1490.
4) ჩამოწერა დანაკლისის ფინანსურად ვაღიარეთ ხარჯად:
დებეტი 7210 კრედიტი 1620.
დანაკლისის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით უნდა შევიყვანო დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებშიც? გატარებები სწორად არის გაკეთებული?
წარმოვადგენთ სააქციო საზოგადოებას. რამდენიმე წლის წინ გაწეული გვქონდა ხარჯი საწარმოო კორპუსში ოფისის მშენებლობისთვის და შემდეგ შეჩერდა ეს პროექტი. თუმცა, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე დაგვრჩა 21600 ლარი. შარშან (2018 წელს) გადაწყვიტეს ამ ადგილას დამხმარე მასალების საწყობის გაკეთება, რაზეც შედგა ცალკე პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. რა ვუყოთ ამ 21600 ლარს, როგორ ჩამოვწეროთ? ადრე გაწეული ხარჯი ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა.
საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის ზედმეტობა გავატარეთ:
დებეტი 1600 კრედიტი 8190.
ზედმეტობა უნდა აისახოს მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციაში?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ ააშენა საკუთარი შენობა-ნაგებობა და ჩაითვალა სამშენებლო მასალებზე მიღებული დღგ. 2016 წლის იანვარში შენობა შევიდა ექსპლუატაციაში და დღგ-ის დეკლარაციით მოხდა აშენებული შენობის ღირებულებაზე დღგ-ის დარიცხვა და იმავდროულად სრულად ჩათვლა. 2018 წლის იანვარში შპს-მ უკან დაიბრუნა ბარათზე არსებული ზედმეტობის თანხა. საწარმოს შემოსავალს წარმოადგენდა მხოლოდ იჯარით მიღებული 1000 ლარი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 100000 ლარზე ნაკლები. შპს 2018 წლის 1 ივლისიდან მოიხსნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან.
1) დღგ-ის გადამხდელად მოხსნის თარიღისათვის მოუწევს თუ არა შპს-ს ძირითად საშუალებაზე ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა და რა პროპორციით?
2) დღეისათვის იგეგმება ძირითადი საშუალების – ამ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატება 100000 ლარს და გვიდგება დღგ-ის გადამხდელად ხელახლა რეგისტრაციის ვალდებულება მოცემული მიწოდების ოპერაციისთვის. რეგისტრაციის თარიღის მოხსნის დროს აღსადგენი დღგ-იდან თუ შევძლებთ ისევ ჩათვლას მოცემული აქტივის რეალიზაციისას?
ჩვენი მოსაზრებით, 10-წლიანი პროპორციის გათვალისწინებით სამართლიანად მიგვაჩნია ჩათვლილი დღგ-დან მხოლოდ 6-7 თვიანი პერიოდის შესაბამისი წილის ამოღება და დანარჩენის სრულად ჩათვლა (01.07.2018 წ. რეგისტრაციიდან მოხსნიდან დღეისათვის ხელახლა რეგისტრაციამდე დღგ-ის არგადამხდელად მუშაობის პერიოდის გათვალისწინებით).
საქართველოში წარმოებულ ყვავილოვან კომბოსტოს აცლიან ფოთლებს, ჭრიან ხელისგულის ოდენა ნაჭრებად, ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. ასევე საქართველოში წარმოებულ სტაფილოს აჭრიან ორივე ბოლოს მცირედით, მასაც ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან.
არის ეს სამრეწველო გადამუშავება და კოდის შეცვლა? მათი ამ სახით მიწოდება იბეგრება დღგ-ით?
აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ №241 ბრძანებით დამტკიცებულ სეს ესნ-ში ყვავილოვან კომბოსტოსაც და სტაფილოსაც (ახალი ან გაციებული) მხოლოდ ერთი კოდი შეესაბამებათ (0704 და 0706).