ძებნის შედეგად ნაპოვნია 415 შედეგი

ვაშენებ (ვანახლებ) სავაჭრო ფართს (მაქვს სამეწარმეო საქმიანობის უწყვეტი რეჟიმი და შესაბამისად, დასაბეგრი ბრუნვა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი). სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მოცულობა მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დაუბეგრავ ფართს, საიდანაც დღგ-ით დასაბეგრი მიზნებისათვის ფართი შეადგენს დანახარჯის 80%-ს. გთხოვთ მოგვცეთ ახსნა-განმარტება, მშენებლობის გაწეულ ხარჯზე გადახდილი დღგ რა პროპორციით ჩავითვალო მოცემულ შემთხვევაში?

2019/02
დღგ
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც დღგ-ის გადამხდელი არ არის, 2018 წლის დეკემბერში დააფუძნა 100% წილობრივი მონაწილეობით შვილობილი საწარმო და შეიტანა მის კაპიტალში სხვადასხვა დროს შეძენილი და და ექსპლუატირებული ძს-ები. მათგან ნაწილი, რომელთა საბაზრო ღირებულება 100000 ლარზე მეტია, დღგ-ით დაბეგვრადი ფასეულობებია. შვილობილმა საწარმომ ყველა ეს ძირითადი საშუალება უნდა გამოიყენოს ისეთ საქმიანობაში, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. ამ შემთხვევაში, წარმოეშვება თუ არა რომელიმე მხარეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება?

2019/01
დღგ
ინვესტიციები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

უცხოურ ავიაკომპანიას დაქირავებული ჰყავს ქართული ფირმა (რომელიც დღგ-ის გადამხდელია), შემდეგი მომსახურების გასაწევად: ქართული ფირმა ახდენს გაფრენა-ჩამოფრენის საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა დოკუმენტების შემოწმებას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით. იბეგრება თუ არა ამ მომსახურების გაწევა დღგ-ით?

2019/01
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

სამშენებლო კომპანიამ 2016 წლის მაისში ბინის მომავალ მესაკუთრესთან დადო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე დღეს კლიენტმა შემოიტანა 5000$ (2.40 კურსით) ანუ 12000 ლარი. 2017 წლის 25 ივნისს შემოიტანა 3000$ (2.50 კურსით)=7500 ლარი, რომელიც დაბეგრა დღგ-ით, როგორც ავანსად შემოტანილი თანხა, ხოლო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება დადო 2017 წლის 25 ნოემბერს პირობითი კურსით 2.60 და დღგ-ით დაბეგრა (22000$*2.60+5000$*2.40(2016 წლის))/1.18 ლარი. დარჩენილი 22000$-ის ეკვივალენტი ლარში შემოტანილი იქნა 2019 წლის 20 იანვარს (პირობითი კურსით 2.70) და სხვაობა აღებულ იქნა სავალუტო კურსთა შორის სხვაობებში. აგრეთვე 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა მოთხოვნის გადაფასება. რამდენად სწორია კომპანიის ქმედება?

2019/01
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

გთხოვთ განმარტებას შემდეგ საკითხებზე: შპს X-სა და შპს Y-ს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გადასატანი იყო ტრანსფორმატორი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. ასევე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ ტრანსფორმატორის დაზიანების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იყო ხარჯების ანაზღაურებისა. ტრანსფორმატორის გადაზიდვის დროს დაიღვარა დიდი რაოდენობით ზეთი, რის გამოც ვალდებულება აქვს შემსრულებელს, რომ აანაზღაუროს ან დაღვრილი ზეთის რაოდენობა, ან მისი ღირებულება. როგორ უნდა მოიქცეს შემსრულებელი: 1) თანხობრივად უნდა აანაზღაუროს თანხა, თუ შეიძინოს უნდა ზეთი და ისე მიაწოდოს დამკვეთს? 2) იბეგრება თუ არა რამე გადასახადით ეს ოპერაცია? 3) ზეთის შეძენის მომენტში დღგ-ის ჩათვლის უფლება გვაქვს თუ არა? 4) ხარჯებში შეგვიძლია თუ არა ჩავდოთ მიღებული ზიანი? გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.

2019/01
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

დეველოპერმა გააფორმა ხელშეკრულება მიწის რამდენიმე მეპატრონესთან (ფიზიკურ პირებთან), რომლის მიხედვითაც დეველოპერი გადმოიფორმებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც აპირებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას და მიწის სანაცვლოდ მიწის ზოგიერთ მეპატრონეს გადასცემს მხოლოდ ფართს, ზოგს კი – დამატებით კომპენსაციასაც. დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე გადმოიფორმა მიწის ნაკვეთები. ფიზიკური პირებისგან მიწის გადმოფორმება ხომ არ ჩაითვლება დეველოპერისათვის მიღებულ ავანსად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად? თუ კი, მაშინ რა თანხიდან და როდის უნდა დაიბეგროს დეველოპერი?

2019/01
დღგ
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა