შპს ახორციელებს როგორც საქართველოში მოყვანილი, ასევე უცხოეთიდან შემოტანილი იმპორტირებული მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი, ქერი და სხვა) შეძენასა და რეალიზაციას. უცხოეთიდან შემოტანილ მარცვლეულზე მომწოდებელი გვიწერს ზედნადებს და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ჩვენი შპს ბეგრავს მიწოდების ოპერაციას დღგ-თი და შესაბამისად ახორციელებს დღგ-ის ჩათვლას ა/ფ-ის საფუძველზე.
რაც შეეხება საქართველოში მოყვანილ მარცვლეულს, მათი შეძენა ძირითადად ხდება არამეწარმე ფიზიკური პირებისაგან. ოპერაციაზე ჩვენ მიერ შედგენილია ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, გამყიდველის მიერ თანხის მიღებაზე სალაროს გასავლის ორდერი და გადაზიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად არ არის სავალდებულო, მაინც გამოიწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები ოპერაციისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად. საქართველოში წარმოებული მარცვლეულის მიწოდებას (მიწოდების ოპერაციები, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, ძირითადად საცალოა და გამოწერილია მხოლოდ სალარო აპარატის ჩეკები) საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ პუნქტის შესაბამისად არ ვბეგრავთ დღგ-ით, ხოლო ოპერაციასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებზე (საწვავი ტრანსპორტირებისას და სხვა) გადახდილ დღგ-ს ვითვლით სრულად მიღებული ა/ფ-ის საფუძველზე.
გვაქვს გარკვეული საფრთხის შეგრძნება იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეპოვება შეძენილი მარცვლეულის წარმოშობის ადგილის განმსაზღვრელი არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა ზემოთ აღნიშნულისა. გთხოვთ გააანალიზოთ ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციები, შეგვიფასოთ რამდენად სწორია ჩვენი ქმედებები, არის თუ არა რამე საგადასახადო რისკები და შესაბამის შემთხვევაში მოგვცეთ შესაბამისი მითითებები.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ შპს ახორციელებს სრულფასოვან საბუღალტრო აღრიცხვას და ნებისმიერი თარიღისათვის არის შესაძლებელი მარცვლეულის შეძენის, მიწოდების და არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება.
1) იმპორტირებული (თურქეთიდან) ცოცხალი წიწილის (საუბარია 1-დღიან წიწილებზე, რომლებიც ჩამოსვლისთანავე იყიდება, დაკვლას ადგილი არ აქვს) საქართველოში შემდგომი რეალიზაცია დღგ-ით იბეგრება? ანუ სსკ 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევას ითვალისწინებს?
2) რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმპორტირებული წიწილის ექსპორტი/რეექსპორტი აკრძალულია. ასეა? სამწუხაროდ, საკანონმდებლო რეგულაციას ამ საკითხზე ვერ მივაკვლიე.
ჩვენი კომპანია ეწევა სამედიცინო საქმიანობას. არარეზიდენტი (ისრაელის რეზიდენტი) იურიდიული ან ფიზიკური პირი ელექტრონულად ჩვენს ექიმებს და პაციენტებს უწევს სამედიცინო კონსულტაციებს. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია იურიდიული ან ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ გვექნება მისი არარეზიდენტობის ცნობა და იმ შემთხვევაში, თუ არ გვექნება არარეზიდენტობის ცნობა.
ჩვენი კომპანია ეწევა სამედიცინო საქმიანობას (დონაცია, სუროგაცია):
1) დონორებისგან ვყიდულობთ ბიოლოგიურ მასალას (კვერცხუჯრედს), რასაც ბუღალტრულად ვაფორმებთ როგორც გასაყიდად გამიზნული მასალის შეძენას, არ ვბეგრავთ. გთხოვთ მიპასუხოთ, რა საგადასახადო რისკის შემცველია ეს ოპერაცია?
2) სუროგატ დედაზე ვახდენთ კომპენსაციის გაცემას, რეზიდენტ სუროგატ დედებს ვბეგრავთ 20% საშემოსავლო გადასახადით და 2% საპენსიო დაზღვევის შენატანით, არარეზიდენტ სუროგატ დედას ვბეგრავთ 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით. გთხოვთ მიპასუხოთ, სწორად ვბეგრავთ თუ არა?
3) სუროგატი დედის ან დონორის ტრანსპორტირების ღირებულებას კომპანია იხდის. იბეგრება თუ არა ეს ხარჯი, როდესაც ვურიცხავთ არარეზიდენტ კომპანიას, მაგალითად თვითმფრინავის ბილეთის ღირებულებას?
4) სსკ 34-ე მუხლი განმარტავს, როდის ითვლება პირი საქართველოს რეზიდენტად. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ გავარკვიო პირი რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და არის თუ არა რეზიდენტი დაბეგვრის მიზნებისათვის?