ძებნის შედეგად ნაპოვნია 429 შედეგი

მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2024-2025 წლებს. მაინტერესებს, თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურების თანხის გადახდა დაზღვეულისათვის, ხოლო დაზიანებული ქონება (TOYOTA LANDCRUISER LC 150) გადაეცემა მზღვეველს, რაიმე საგადასახადო ვალდებულება ხომ არ წარმოეშობა დაზღვეულ საწარმოს?

2025/06
დღგ
მოგების გადასახადი
დაზღვევა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ბანკმა ჩვენს კომპანიას (დღგ-ის გადამხდელ შპს-ს) გადასცა ოქროს მონეტა-მედალიონები (3 ცალი). გადმოცემის დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია საფუძველი, წერია: „ინტერნეტ და მობილ ბანკის მეშვეობით კონვერტირებული თანხის მოცულობის პროპორციულად დაგროვებული ქულების გაქვითვა“. ბანკმა გამოგვიწერა ზედნადები და ა/ფ. რამე ვალდებულება არ გვაქვს მათ წინაშე. გთხოვთ, შესაბამისი ბუღალტრული გატარება მომწეროთ.

2025/06
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

თბილისში ჩატარდა ღვინის ფესტივალი, რომელშიც ჩვენი კომპანია მონაწილეობდა. შიდა გადაზიდვით 6 სახეობის ღვინო გავიტანეთ ფესტივალზე, ჯამში 72 ბოთლი. ეს რაოდენობა მარკეტინგულ ხარჯში რომ გავუშვა, შეიძლება?

2025/06
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია იძენს საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის მომსახურებას სს „საქართველოს რკინიგზისგან“ შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რკინიგზის მხრიდან ხდება მხოლოდ რემონტზე გადაზიდული ცარიელი ვაგონების გადაზიდვის მომსახურების დაბეგვრა დღგ-ით. მათი არგუმენტია, რომ თუ საბაჟო რეჟიმში არ არის მოქცეული გადაზიდვა, ის ექვემდებარება დაბეგვრას და დაბეგვრისგან თავისუფლდება მხოლოდ საქონლით დატვირთული ვაგონის გადაზიდვა ან გადაზიდვიდან მომავალი ცარიელი ვაგონის გადაზიდვა. ჩვენ მიერ ჩვენი არარეზიდენტი დამკვეთი კომპანიისათვის გაწეული მომსახურების ფარგლებში, ხდება ცარიელი სარემონტო ვაგონის გადაზიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იბეგრება თუ არაა ეს ოპერაცია დღგ-ით? ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ჩვენთვის გაწეულ ამ მომსახურებას დღგ-ით ბეგრავს სრულად.

2025/05
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმემ თავისი კუთვნილი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და მიწა, რაზედაც განთავსებულია ეს შენობა (ერთობლივად 150000 ლარის ღირებულებით), სამი წლის წინ, როგორც საწესდებო კაპიტალში შენატანი, შეიტანა ახლად დარეგისტრირებულ შპს-ში. შპს დღგ-ის გადამხდელი არ არის. შპს-ს მეორე მოწილე ჰყავს, ამ ინდმეწარმის და – 50%-50% წილობრივი მონაწილეობით. ინდმეწარმეს სურს შპს-ზე რიცხული შენობის ნახევარი და მიწა 100 კვ.მ, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობის ნახევარი, უსასყიდლოდ გადაფორმდეს მის საკუთრებაში. რა პროცედურები უნდა ჩატარდეს და რა გადასახადები დაეკისრება შპს-ს? ალბათ ამ ქონების რეალიზაცია არ ჩაითვლება შპს-ის ამონაგებში. შპს-ის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის სავალდებულო ზღვრის 100000 ლარის გაანგარიშებაში, დაფიქსირდება მხოლოდ ნამეტი თანხა?

2025/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა. სუროგაცია-დონაციის მომსახურებას ვუწევთ მსურველ პაციენტებს. სუროგაციის მსურველი მშობლების და სუროგატი დედობის მსურველი პირების მოძიება ხდება საზღვარგარეთ. მოძიების მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი იურიდიული პირებიც და არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც. რადგან მოძიების მომსახურებას ჩვენ ვიყენებთ დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებში, ეს მომსახურება მაინც უნდა დავბეგროთ უკუდაბეგვრის დღგ-ით?

2025/05
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა