ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი

დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი საწარმოს წლიური შედეგების მიხედვით გამოვლენილი, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხით – ვთქვათ 1500 ლარით: 1) შემცირდება წინა წლის ზარალი და საწარმო არ დაიბეგრება 15%-ით? თუ: 2) საწარმო დაიბეგრება მოგების გადასახადით და გასანაწილებელი მოგება მიიმართება წინა წლების ზარალის დასაფარად? 3) 1-ლი ვარიანტის შემთხვევაში, როგორ განიკარგება 1500 ლარი, შეიძლება განაწილდეს დამფუძნებლებს შორის და დაიბეგრება მოგების გადასახადითა და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით 5%-ით? და წარვადგენთ მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას?

2024/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

1) 2010 წელში 5000 ლარად ნაყიდი უძრავი ქონება შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეტანის გამო აუდიტორის მიერ შეფასდა 25000 ლარად. ამ თანხას შპს არიცხავდა ცვეთას და იქვითავდა ხარჯებში. რამდენად სწორია ეს? 2) საწარმომ უნდა გაყიდოს ეს ქონება, რომლის ნარჩენი ღირებულება ახლა არის: ნასყიდობის ღირებულებიდან - 1700 ლარი, ხოლო აფასების ღირებულებიდან - 9000 ლარამდე. ქონების გაყიდვისას საწარმო არ აპირებს მის საბაზრო ფასებით შეფასებას. შემოსავლის დასადგენად, გამოვიქვითავთ 1700 თუ 9000 ლარს?

2024/08
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
შეფასება და აუდიტი
ძირითადი საშუალებები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

უსასყიდლოდ გაჩუქებულ მზა პროდუქციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, რა შემთხვევაში ავიღო დასაბეგრ თანხად თვითღირებულება და რა შემთხვევაში - საბაზრო ფასი? 1. გაჩუქებები დებიტორებზე - მაღაზიებზე, რომლებზეც არის ზედნადებები; 2. გაჩუქებები არაიდენტიფიცირებულ პირებზე; 3. გაჩუქებები დაქირავებით მომუშავე თანამშრომლებზე; 4. იმ დამფუძნებლებზე, რომლებიც არ არიან თანამშრომლები. ჩვენს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაჩუქებაც ბევრია და საბაზრო ფასი ბევრ შემთხვევაში ძალიან დიდია თვითღირებულებასთან შედარებით.

2024/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ორ წელზე მეტია ფლობს წილებს საქართველოს ორ შპს-ში: ერთგან 50%-ს, მეორეგან 30%-ს. ეს ფიზიკური პირი აპირებს დააფუძნოს ახალი შპს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რომლის კაპიტალში სურს შეიტანოს თავისი წილები ამ 2 შპს-ში. ხომ არ წარმოშობს ეს რამე გადასახადს (დაბეგვრის ობიექტს)?

2024/08
მოგების გადასახადი
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ვართ სადისტრიბუციო კომპანია და გვყავს მომწოდებელი, რომელიც გვაწვდის პერიოდულად უსასყიდლოდ პროდუქციას (თაროებს, ჩიპსებს). როგორც გავარკვიეთ, ჩვენ ეგ თანხა ვალს უნდა გამოვაკლოთ. აქამდე ჩვეულებრივად ვაბამდი ამ ზედნადებებს დეკლარაციას და ჩათვლას ვიკეთებდი, მაგრამ ჩვენც ვაწვდით მერე უსასყიდლოდ მაღაზიებს პროდუქციას და მაგ თანხას ვბეგრავთ. რომ დავაკლო ვალს, ჩვენ როცა გვჩუქნიან პროდუქციას - რა გატარებებია საჭირო და დეკლარაციაში სადმე დამატებით უნდა მივუთითოთ?

2024/08
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

1) სამეურნეო წლის რა პერიოდზე შეიძლება მომზადდეს საწარმოს შუალედური ფინანსური ანგარიშგება? 2) თუ გამოვლინდა მოგება და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მისი განაწილება, ეს უნდა აისახოს ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდგომი ან ნებისმიერი მომდევნო თვის ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციით? 3) თუ ეს ასეა, როგორც მე-2 კითხვით გეკითხებით და წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება იმავე მონაცემებით, რაც შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებაში გვქონდა, ხომ არ მოხდება უკვე გადახდილი გადასახადების ხელმეორედ დარიცხვა თუ აქ წლიური ფინანსური ანგარიშგების შევსების ტექნიკაშია საქმე?

2024/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა