ძებნის შედეგად ნაპოვნია 245 შედეგი

როგორ გატარდება ბუღალტრულად დოკუმენტის გარეშე გაწეული ხარჯი (საგადასახადო კოდექსის მუხლი 98(2)?

2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა

ქართული კომპანიის მიერ არარეზიდენტზე სესხის გაცემა მოგების გადასახადით როგორ იბეგრება? გაცემული სესხი უნდა დავბეგროთ ეგრევე 15%-ით? დარიცხული პროცენტიც უნდა დაიბეგროს 15%-ით?

2023/06
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

კომპანიის დაქირავებულმა თანამშრომელმა კომპანიის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზარალდა როგორც ამ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა (ზარალი დაახლოებით 30000 ლარია), ასევე ორი გარეშე ფიზიკური პირის ავტომანქანა, რომლებსაც მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავუხადოთ შესაბამისად X და Y ლარი. მიზეზთა გამო, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს. დაიბეგრება თუ არა ამ გარეშე ფპ-ებისთვის გადასახდელი თანხა მოგების გადასახადით?

2023/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა

ამხანაგობა შეიქმნა ორი შპს-ის მიერ (წილობრივი მონაწილეობა: 5% და 95%) სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. ერთ-ერთ შპს-ს ამხანაგობამ ასესხა თანხა, რომელიც დაუბრუნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. აუცილებელია თუ არა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რადგან დამფუძნებელ კომპანიას მოგება ისედაც დაუბეგრავად უნდა გაუნაწილოს ამხანაგობამ?

2023/05
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-მ, რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“, ფიზიკური პირისგან იჯარით აიღო ავტომანქანა ხელშეკრულებით, რომელშიც ყოველთვიური გადასახდელი თანხა განსაზღვრულია სიმბოლურ ფასად 10 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს-ის დამფუძნებელი, იგივე დირექტორი და ავტომანქანის მფლობელი ფიზიკური პირი ერთმანეთისთვის მამა-შვილია. შპს მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით არის დაკავებული და ავტომანქანას იყენებს ამ ნაკვეთებთან მისასვლელად. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის თანახმად, ავტომანქანა დაზღვეულია შპს-ის მიერ და იხდის დაზღვევის თანხას. გვაინტერესებს: 1) მართალია, ავტომანქანა შპს-ის საკუთრება არ არის, მაგრამ მისი გამოყენება დაკავშირებულია შპს-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამიტომ დაზღვევის თანხის გადახდა ჩვენ მიერ არ განიხილება როგორც დასაბეგრი. სწორია თუ არა ეს მიდგომა? 2) საწვავს თავად დირექტორი ყიდულობს თავისი საკუთარი ხარჯებით. ეს რაიმე კუთხით პრობლემური საკითხი ხომ არ არის?

2023/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
იჯარა
საწვავი
პასუხის ნახვა

მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით. იმპორტით ჩამოვიტანეთ დიდი რაოდენობით მარწყვის ნერგები და დავრგეთ რამდენიმე ჰექტარზე. დარგვიდან პირველივე წელს, ნაყოფის მიღების გარეშე, ფაქტობრივად ყველა ნერგი გახმა. შევადგინეთ შესაბამისი აქტი და მარწყვის ნერგები ჩამოვწერეთ ბუღალტრულად. გვაინტერესებს, კიდევ რამე დოკუმენტი ხომ არ უნდა შეგვედგინა და რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო?

2023/04
მოგების გადასახადი
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა