ძებნის შედეგად ნაპოვნია 222 შედეგი

1) გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საწესდებო კაპიტალის გაზრდის/შემცირების ოქმები აიტვირთოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე? 2) პორტალზე აუტვირთავი, საწესდებო კაპიტალის შემცირების ოქმის თანახმად დამფუძნებლისათვის გაცემული თანხა ხომ არ იყო დასაბეგრი?

2022/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში ჩავატარეთ მასალებისა და პროდუქციის ინვენტარიზაცია. გვაინტერესებს, გამოვლენილი ზედმეტობა რა ღირებულებით ავიღო ბალანსზე და გამოვლენილი დანაკლისი როგორ დავბეგრო? ღვინის ქარხანა დღგ-ის გადამხდელი კომპანიაა და მსს ფასს-ით სარგებლობს.

2022/10
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ა) საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ფლობს საკონტროლო პაკეტს არარეზიდენტი კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული არარეზიდენტი კომპანია თავის მხრივ ფლობს 20%-ზე მეტი ოდენობის წილს ქართულ საწარმოში. ამ ფიზიკურმა პირმა 2022 წელს ისესხა თანხა ქართული ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან და ამ გარიგებაში თანამსესხებლად დაფიქსირდა ზემოაღნიშნული ქართული საწარმო. დავაკონკრეტებ, რომ ქართული საწარმო სესხის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია როგორც კლიენტი (და არა თავდები) და სოლიდარულად ინაწილებს ყველა ვალდებულებას. წარმოშობს თუ არა თანამსესხებლის სტატუსი რაიმე დასაბეგრ ოპერაციას ქართული საწარმოსთვის? ბ) პირობა იგივეა რაც „ა“ შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ქართული საწარმო არ წარმოადგენს თანამსესხებელს, არამედ ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით დატვირთა თავისი კუთვნილი ქონება. წარმოშობს თუ არა ფიზიკური პირისთვის სესხის ფარგლებში ქონების დაგირავება რაიმე საგადასახადო ვალდებულებას ქართული საწარმოსთვის და თუ კი, მაშინ როგორ (რა პრინციპით) შეიძლება გაანგარიშდეს დასაბეგრი ბაზა?

2022/10
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც ერთ-ერთ შპს-ში ფლობს წილის 70%-ს, სურს გაიტანოს თავისი წილი უძრავ-მოძრავი ქონების სახით და შეიტანოს სხვა შპს-ის კაპიტალში, სადაც თვითონ არის 100% წილის მფლობელი. თუ არის ეს შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს? რა გადასახადები დაეკისრება?

2022/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებაზე თუ არის რაიმე სახის გადასახადი?

2022/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას? გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა