ძებნის შედეგად ნაპოვნია 256 შედეგი

საგადასახადოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ნაგებობები. ნაგებობები გაქირავებულია შპს-ებზე. ფიზიკურ პირს სურს გაასხვისოს თავისი მიწა დეველოპერულ კომპანიაზე შემდგომში ბინის მიღების პერსპექტივით (ბარტერული გაცვლა). ამ ოპერაციით, რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე?

2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
ბარტერი
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

კომპანიის 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამავე კომპანიაში შემოიტანა უპროცენტო სესხი 5 წლით. მოვახდინეთ სესხის დისკონტირება და დისკონტის თანხა განვიხილეთ, როგორც დამატებითი შენატანი კაპიტალში. თუ არის შესაძლებელი აღნიშნული შენატანის საწესდებო კაპიტალში გადატანა? შესაძლებლობის შემთხვევაში, რა პროცედურებია საჭირო? კომპანია აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას.

2023/04
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. საკონსულტაციო მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. მომსახურების გაწევის პერიოდში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ადგილი არ აქვს მათ დაქირავებით მუშაობას. ხშირ შემთხვევებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას. 1) ჩვენი კომპანიის მიერ, არარეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებით ჩაითვლება, რომ არარეზიდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე გავუწიეთ მომსახურება და დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით დღგ-ით, და არა უკუდაბეგვრის დღგ-ით? 2) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას? 3) აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის ქირავნობის ორივე შემთხვევაში, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები წარმოადგენენ იმ არარეზიდენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც გვიწევს თავისი თანამშრომლებით საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას?

2023/04
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ბარტერი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

დამფუძნებელ ფიზიკურ პირს რამდენიმე წელია, საჭიროებისამებრ, შპს-ში (რომელიც „ესტონურ მოდელზეა“) გადმორიცხვის გზით შემოაქვს ფულადი სახსრები აშშ დოლარში. ამ პერიოდის მანძილზე ხანდახან უკანაც ვუბრუნებდით ამ თანხებს, მცირე ნაწილს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი აქვს შემოტანილი. გვაქვს შემდეგი კითხვები: ა) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან საბაზრო პროცენტში მიღებულ პროცენტიან სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული პროცენტების და ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)? ბ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან უპროცენტოდ (უსასყიდლოდ) მიღებულ სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული სესხის ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა, ანუ ლარში მეტია გასაცემი, ვიდრე მიღებული იყო)? გ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ კაპიტალს და შესაბამისად შევადგენთ აქტებს კაპიტალის გაზრდაზე და შემცირებაზე, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)?

2023/04
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს ზოგჯერ კონტრაგენტებს (იდენტიფიცირებულ პირებს) აწვდის საქონელს თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით. შემოსავლების სამსახურში ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციაზე არ იგზავნება. რეალიზებული საქონელი შეიძლება იყოს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი. თუ რატომ ვაწვდით დაბალი ღირებულებით, მიზეზი შეიძლება იყოს სატენდერო წინადადება და წინასწარ შეთანხმებული ფასი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი, თუ რატომ არის ფასებში სხვაობა სტანდარტულ ხელშეკრულებებთან შედარებით, გაურკვეველია. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

კომპანია პერიოდულობით მარკეტინგულ ხარჯებთან დაკავშირებით ატარებს ე.წ. აქციებს. კერძოდ, კლიენტებს (ფიზიკური პირები) ერიცხებათ შეძენილ საქონელზე ბონუს-ქულები (ერთგულების ქულა) პირობითად 1 ლარი=1 ქულა, ხოლო ამ ქულებით შესაძლებელია განაღდება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა მაღაზიებში შეძენილი საქონლის სახით. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩვენი გასაყიდი საქონლის ღირებულებაა 100 ლარი და კლიენტს, რომელსაც ბარათზე გააჩნია 100 ბონუს-ქულა, შეუძლია ჩვენგან საქონელი წაიღოს ქულების მეშვეობით. 1) ქულების მეშვეობით შეძენილი საქონლის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ მიერ საქონელი უსასყიდლოდ არის მიწოდებული? 2) დაიბეგრება როგორც დღგ-ის მიზნებისთვის (თუ მაქვს მიღებული ამ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა), ასევე 1000 ლარამდე მოგების გადასახადით, ხოლო 1000 ლარზე ზევით – საშემოსავლო გადასახადით? შენიშვნა: ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული ბონუს-ქულები წარმოადგენს ერთგულების ქულას, რათა კლიენტი მოვიზიდოთ. შესაბამისად, არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა