ძებნის შედეგად ნაპოვნია 222 შედეგი

ჩვენი კომპანია (შპს) აპირებს ფილიალის გახსნას ევროპის ერთ-ერთ X ქვეყანაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს: 1) როგორ უნდა მოვახდინოთ ფილიალის მიერ იქ განხორციელებული საქმიანობის აღრიცხვა? სად უნდა მოხდეს თითოეული გადასახადის (დღგ, მოგების, საშემოსავლო) დეკლარირება და გადახდა და რომელი ქვეყნის კანონმდებლობით? 2) თანამშრომლები, რომლებიც იქ იმუშავებენ, იქნებიან აქედან წაყვანილი თანამშრომლები. მათი ხელფასის აღრიცხვა ისევ ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდებოდა აქამდე? მათი ხელფასების გადარიცხვა შპს-ის ანგარიშიდან მოხდება და საშემოსავლოს დეკლარირება და გადახდა საქართველოში უნდა მოხდეს ისევ? 3) ასევე, კომპანიას საკუთარი ქონება გააქვს საქართველოდან ფილიალის მიერ გამოსაყენებლად, რომელიც შეიძლება მერე უკან დაბრუნდეს. რა რეჟიმით უნდა მოხდეს გატანა?

2022/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ვარ ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი,70%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. მსურს გავიტანო ჩემი წილი მანქანა-დანადგარების სახით და შევიტანო სხვა შპს-ში. როგორ არის ეს შესაძლებელი? მაინტერესებს, რა იურიდიული პროცედურებია გასავლელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დამეკისრება?

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

2022 წელს ახალმა შპს-მ დაიწყო მუშაობა. მუშაობისთვის საწყისი ფული დამფუძნებელს სესხის სახით შემოვატანინოთ? პროცენტი რამდენი დავარიცხოთ? მერე ის პროცენტი მოგების გადასახადით დავბეგროთ? თუ საწესდებო კაპიტალში დავსვათ?

2022/01
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ფაქტობრივი გარემოება ასეთია: არარეზიდენტ, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ (ოფშორი) კომპანიას საქართველოს სახელმწიფოსთან აქვს დადებული ხელშეკრულება, კერძოდ „ნავთობისა და გაზის ოპერაციების მოპოვების უფლებაზე“, ასევე აქვს ფილიალი საქართველოში (ფილიალი მხოლოდ მოძიების, მიწის დამუშავების მომსახურებას ასრულებს). არარეზიდენტ კომპანიას ჰყავს დირექტორი (მმართველი), რომელიც ცხოვრობს საქართველოში. არარეზიდენტმა კომპანიამ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადაწყვიტა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპოვების უფლების 50% (ფილიალის გვერდის ავლით. ფილიალს არ აქვს რაიმე უფლება ჩაერიოს, რადგან მოპოვების უფლება სახელმწიფოს უშუალოდ არარეზიდენტ კომპანიასთან აქვს დადებული) გადასცეს საქართველოს რეზიდენტ საწარმოს. 1) რეზიდენტი – საქართველოს საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს: ა) მოგების გადასახადი: თუ განიხილება საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტი კომპანია, რადგან მმართველი/მმართველები ცხოვრობენ საქართველოში? ამ შემთხვევაში დაიბეგრება განაწილებული მოგება 15%-ით? საინტერესოა მოუწევს თუ არა რეგისტრაცია (საიდენტიფიკაციო ნომრით) საქართველოში არსებული კანონმდებლობით, როგორც გადასახადის გადამხდელს? თუ ვირტუალურად ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ, რადგან თუ დირექტორმა, რომელიც მართავს და შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი (სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად) ან/და სხვა უცხოელი პირი მოვიდა ერთპიროვნულ მმართველად, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში, მაშინ გამოდის, რომ არარეზიდენტ საწარმოდ ჩაითვლება ისევ ზემოაღნიშნული კომპანია? (იხ. სსკ 28-ე მუხლი). ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი: თუ ჩავთვლით საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტ კომპანიას, რადგან მიწოდების ღირებულება სცდება 100 000 ლარს, ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდების საანგარიშო პერიოდში? საინტერესოა ვინ, სათავო თუ ფილიალი დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად? აქვს თუ არა ფილიალს უფლება გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ ოპერაციაზე? 2) არარეზიდენტი საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს: ა) თუ ჩაითვლება არარეზიდენტ კომპანიად, მაშინ დაიბეგრება როგორც ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სსკ 97-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად? ბ) ასევე, რადგან ახდენს რეალიზაციას და არა დროებით გადაცემას (მოპოვების უფლება) რეზიდენტ საწარმოზე, ეს არ ჩაითვლება როგორც როიალტი და არ დაიბეგრება სსკ-ის 134-ე მუხლით დადგენილი წესით თუ არარეზიდენტი არ ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფლობს ფილიალს)? ამ შემთხვევაში დაიბეგრება უკუდაბეგვრის დღგ-ით მყიდველი, მიღებული უფლების საანგარიშო პერიოდში. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს აწარმოებდა საგზაო სამუშაოებს, რა დროსაც მოხდა ასფალტის გადახარჯვა, პირობითად – დაიხარჯა 4 ტონა ასფალტი ნავარაუდები 3 ტონა ასფალტის ნაცვლად. ეს გამოიწვია იმან, რომ გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ასფალტი დაგებული იყო უხარისხოდ, ამიტომ მოხდა დაგებული ასფალტის აყრა და ხელახლა დაგება. ეს ფაქტი დოკუმენტურად დასტურდება დამკვეთთან (სახელმწიფო უწყება არ არის) გაფორმებული აქტებით. ეს ხომ არ ჩაგვეთვლება 1 ტონა ასფალტის უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

04.09.2021 წ. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონტრაქტორის დირექტორს, ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ თანხა 30000 ლარი. 05.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 3000 ლარი. 06.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ კიდევ 2000 ლარი. ანუ, ჯამში ამ ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 35000 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული გვაქვს „მომსახურება“. ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, შესაბამისად, ეს თანხა ამ ფიზიკურმა პირმა დაგვიბრუნა დეკემბრის თვეში. თანხა გადარიცხვის მომენტში დაბეგრილი არ არის საშემოსავლო გადასახადით (დეკლარაცია დასაზუსტებელია). გთხოვთ, მოგვწეროთ, როგორ მოვიქცეთ? სექტემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია აღარ დავაზუსტოთ, რადგან დეკემბრის თვეში დაბრუნდა თანხა? ამ შემთხვევაში, ხომ არ არის რისკი, ეს ოპერაცია განხილულ იქნას სესხად?

2022/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა