ძებნის შედეგად ნაპოვნია 222 შედეგი

ასეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენს დღგ-ის გადამხდელ შპს-ში: პერიოდულად ვიღებთ იჯარით მიწას დამფუძნებელი შპს-ის დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ მიწაზე მოგვყავს მოსავალი, რომელსაც პირუტყვის საკვებად ვიყენებთ. დღგ-ს ვითვლით სრულად. ჩვენმა შპს-მ შეიძინა და დაამონტაჟა სარწყავი სისტემა, გაკეთდა ისეთი რაღაცებიც, რომლებიც სამუდამოდ დარჩება აქ (ჩაიყარა მილები, კეთდება გადახურვები). გამოდის, რომ ეს რაღაცები მუდმივად უნდა მქონდეს ამ მიწაზე, სადაც არის იჯარა, და არა დროებით. ამ დანახარჯების გაქვითვა შეიძლება იჯარაში?

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოებამ მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი საბაზრო ღირებულებით. ამ ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე ამავე სააქციო საზოგადოებამ შეაფასებინა შემფასებელს თავისი 1 აქციის საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ოპერაციის შინაარსს, სააქციო საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს მისი რეზიდენტი ფიზიკური პირი აქციონერისგან (რომელიც აქციებს ფლობს 2 წელზე მეტ ხანს) საკუთარი აქციების გამოსყიდვა. ცხადია, ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მისი აქციათა გამოსყიდვიდან გამომდინარე ამ აქციონერის მიმართ გაუჩნდება თანხის გადახდის ვალდებულება და ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მას გადასცემს ზემოაღნიშნულ შპს-ში სააქციო საზოგადოების 100% წილს. გამოსყიდული აქციების და სანაცვლოდ გადაცემული შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება ერთმანეთის ტოლია. გთხოვთ გვაცნობოთ, რა სახის დაბეგვრა შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?

2021/12
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

გვაქვს კითხვები ჯართის თემაზე და მისი დაბეგვრის შესახებ, კერძოდ: კომპანიაში პერიოდულად წარმოგვექმნება ჯართის ნაშთი, რომელიც მიიღება არმატურებით წარმოებული სამუშაოებიდან, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობების წარმოებიდან, ავტოტექნიკაზე და ქარხნებზე ლითონის მაკომპლექტებელი ნაწილების შეცვლის შედეგად, სხვადასხვა ლითონის ტარის დაცლის შედეგად და სხვა. 1) აღნიშნული ჯართის აღრიცხვაზე ასაყვანად რა პროცედურებია განსახორციელებელი და დაბეგვრის კუთხით რა ეხება ლითონის ნარჩენების ჯერ ჯართად აღიარებას და შემდგომ მის რეალიზაციას? რადგან ჯართის რეალიზაცია არაა ჩვენი საქმიანობა, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლება გვეხება თუ არა ჩვენც? 2) ლითონის ნაკეთობების წარმოების დროს ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული ნარჩენი, რომელიც შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარია. მასალების ჩამოწერა ხორციელდება ზუსტი სპეციფიკაციის მიხედვით (ნაკეთობის სპეციფიკაცია დგება ნახაზის მიხედვით, სადაც მითითებულია სუფთა წონები). დარჩენილი მასალის ნარჩენებიც ჩამოიწერება 16-ების ანგარიშებიდან და შიდა აქტით შემდგომში ხდება მისი ჯართად აღიარება. ხარჯებში ჩამოწერილი წარმოების ნარჩენი მეთვლება თუ არა წარმოების დასაშვებ დანაკარგად, რომელიც არ უნდა დავბეგრო, თუ დასაბეგრია როგორც გადახარჯვა?

2021/12
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ერთი ღვინის ქარხანა უწევს ღვინის მეორე ქარხანას (ორივე დღგ-ის გადამხდელი შპს-ებია) ბოთლებში ღვინის ჩამოსხმის მომსახურებას საბაზრო ფასზე უფრო იაფად (30 თეთრი 1 ბოთლზე 45 თეთრის ნაცვლად). ეს ღვინის ქარხნები ურთიერთდამოკიდებულია. ეს გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების დროს სხვაობის მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას?

2021/12
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

არარეზიდენტ იურიდიულ პირთან (რომელიც არ არის შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული და არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჩვენი შპს-ის მიერ გარკვეული ოდენობის ავანსის თანხის გადახდა ეტაპობრივად. ავანსის თანხის ნაწილი გადავიხადეთ, ხოლო დარჩენილი ავანსის თანხის გადაუხდელობის გამო, არარეზიდენტ იურიდიულ პირს სურს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ამასთან, გადარიცხული ავანსის თანხა არ დაგვიბრუნდება. გთხოვთ, მოგვწეროთ: 1) გადასახადების წარმოქმნას ხომ არ გამოიწვევს გადარიცხული ავანსის თანხა ასეთ შემთხვევაში? ეს თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება უიმედო ვალად, მაგრამ დამატებით რაიმე გადასახადის წარმოქმნას თუ გამოიწვევს, ეს გვაინტერესებს. 2) თუკი მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა (რადგან არ მოხდა სრულად ავანსის თანხის გადახდა, დარჩენილ გადასახდელ ავანსზე დარიცხული პირგასამტეხლო დაგვერიცხება), ამ პირგასამტეხლოსა და ავანსის ურთიერთჩათვლის შემთხვევაში თუ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულებები?

2021/11
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს „A“-მ კონტრაგენტ იურიდიულ პირს შპს „B“-ს, რომელიც არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი (თონე), უსასყიდლოდ გადასცა საქონელი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შპს „B“ მიღებულ ამ საქონელს იყენებს 40%-ს – სპეციალური წესით (ფიქსირებული გადასახადით) დაბეგვრის ნაწილში, ხოლო 60%-ს – ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ ოპერაციებში. იურიდიული პირის სტატუსის მიუხედავად, რადგან შპს „B“ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), შპს „A“-ს მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის გარკვეული ნაწილის ღირებულება (40%) ხომ არ განიხილება ისეთ გადაცემად, რომელიც დაიბეგრება მოგების გადასახადით, ვინაიდან მიღებული საქონლის ნაწილს (ამ 40%-ს) შპს „B“ გამოიყენებს სპეციალური წესით დაბეგვრის ნაწილში?

2021/11
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა