სამედიცინო ცენტრი X, რომელიც პოლიკლინიკაა თავისი შინაარსით, ხოლო სამართლებრივად არის შპს, მონაწილეობას იღებს ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო-სამეცნიერო პროექტში. კომპანია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაავადების ცნობადობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს, რომ კლინიკებმა იმონაწილეონ, გარკვეულ პაციენტებს ჩაუტარონ ანალიზი უფასოდ, რისთვისაც გადაეცემათ ამ ანალიზისთვის საჭირო აპარატი და სახარჯი მასალა პაციენტთა იმ რაოდენობისათვის, რომელსაც განაცხადში დააფიქსირებენ. შემდეგ იდება მიწოდების ხელშეკრულება+დონაციის ხელშეკრულება. ეს უკანასკნელი არეგულირებს ამ აპარატის გადაცემას კლინიკისთვის, რომელიც რჩება მის საკუთრებაში, როცა კონტრაქტის ვალდებულებები დასრულდება.
აქვს თუ არა ამ კლინიკას (შპს-ს) უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ ტიპის პროექტში, უფასოდ ჩაუტაროს ანალიზი ამ პაციენტებს (მგონი იბეგრება, რადგან პაციენტი სარგებელს იღებს) და შემდეგ დაიტოვოს ეს აპარატი და ჩვეულებრივად კომერციული აქტივობა გააგრძელოს?
ჩვენი კომპანია (შპს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში) ჩრდილოეთ მაკედონიაში დარეგისტრებული ფილიალის მეშვეობით ახორციელებდა იქ სამუშაოებს. 2022 წლის მანძილზე ჩვენმა შპს-მ ამ ფილიალიდან რამდენჯერმე მიიღო თანხები (გადმოირიცხა ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ფილიალის საბანკო ანგარიშიდან და ჩაირიცხა საქართველოში სათავო კომპანიის საბანკო ანგარიშზე). ეს თანხები არ დაბრუნდება ფილიალში და არც შპს-ს ჰქონია გადარიცხული ფილიალში რაიმე, რომ თანხის უკან დაბრუნება იყოს. შინაარსობრივად, მოგება გამოდის.
გთხოვთ მოგვწეროთ, შპს-ის სათავო ოფისის აღრიცხვიანობის მიზნებისათვის, რა გატარებები შეიძლება გავუკეთოთ ამ მიღებულ თანხებს კონკრეტულად: დებეტში „ფული“, კრედიტში – რა?
ინდმეწარმემ, ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მქონე პირმა, ჩვენს კომპანიას გაუწია მომსახურება – ავტომტვირთავის რემონტი. გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადავიხადეთ, დავბეგრეთ მოგების გადასახადით. სწორად მოვიქეცით?
2017 წლის აპრილში შპს A-ს საწესდებო კაპიტალში წილი არარეზიდენტმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა სრულად გადასცა შპს B-ს (მის კაპიტალში შეიტანა), რომლის 100% წილის მფლობელიც თავად ეს ფიზიკური პირია.
შპს A-ს ბუღალტერიაში ნაჩვენები გვქონდა, რომ კაპიტალში მისი წილი იყო 1 მლნ UშD ანუ 1 620 000 ლარი (კაპიტალის შევსების დღის კურსით 1.62) და შესაბამისი გატარებით იგივე თანხა გადავიდა შპს B-ზე.
გვაინტერესებს, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შპს B-მ ბუღალტრულად რომელი კურსით უნდა აღიაროს კაპიტალის შევსება – 1.62-ით, როგორც შპს A-ს ბუღალტრულ ფაილშია, თუ 2017 წლის აპრილში არსებული სავალუტო კურსით 2.41?