ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი

სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებაზე თუ არის რაიმე სახის გადასახადი?

2022/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას? გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან: 1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი? 2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია. დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას როიალტის მომსახურებას და ასევე მსგავს მომსახურებას, რომელიც არ არის როიალტი, უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. დაიბეგრება თუ არა ეს მომსახურებები როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, თუ ეს არარეზიდენტი პირი: ა) არის საფრანგეთის რეზიდენტი; ბ) არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენტი?

2022/07
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი შპს-ის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწეულია საშუამავლო მომსახურება, რომლის არსი მდგომარეობს სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ამ არარეზიდენტისათვის საქონლის მიყიდვის ხელშეწყობაში. დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია გადასახადებით? პასუხი ხომ არ არის დამოკიდებული იმაზე, ეს არარეზიდენტი არის თუ არა ოფშორში რეგისტრირებული?

2022/07
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა