ძებნის შედეგად ნაპოვნია 256 შედეგი

გვაინტერესებს, უიმედო ვალების ჩამოწერა სამართლებრივად სწორად და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად როგორ ხდება? უიმედო ვალების ჩამოწერისას რა დაბეგვრა წარმოიქმნება? ამ მხრივ სიახლეები თუ არის?

2021/09
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს-ის სახელით გავხსენით ანგარიში Paypall პლატფორმაზე, რადგანაც ერევანში ეს მომსახურება მიუწვდომელია. აღნიშნულ ანგარიშზე თანხებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერევანში არსებული სუპერმარკეტის მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან. ანუ, ერევანში არსებული სუპერმარკეტი ყიდის ონლაინ-რეჟიმში საქონელს, ოღონდ ამ თანხებს ვიღებთ ჩვენ Paypall ანგარიშზე. შემდეგ ეს თანხა გადაგვაქვს თიბისი ბანკში და საბოლოოდ გადავრიცხავთ ერევანში (ჩვენი საკომისიოს გამოკლებით), ანუ რაღაც შუამავლობა გამოგვდის ერევანსა და Paypall-ს შორის. 1) რა შეიძლება დავარქვათ ამ მომსახურებას? 2) რა სახის გადასახადები მოუწევს აღნიშნულ კომპანიას საქართველოში და რა საგადასახადო რისკები არსებობს?

2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) საინვესტიციო ფონდი მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამ შემთხვევაში როგორ იბეგრებიან ფონდი და ეს პირები? როგორც მოვიძიეთ, არის კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის მუხლი 231, რომელიც საინვესტიციო ფონდების დაბეგვრას არეგულირებს. ამასთან: 1. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში განაწილებული დივიდენდი არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირია. ჩვენი მოკვლევით, 10%-ით დაიბეგრება აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ქვეყანაში იქნება დარეგისტრირებული, მაშინ 15%-ით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არის რეზიდენტი ფიზიკური პირი? თვითონ იხდის? თუ ეს თანხები დივიდენდია ინვესტორებისთვის? 2. ამავე მუხლის მე-11 ნაწილით საინვესტიციო კომპანიის მიერ განაწილებული მოგება დაიბეგრება მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ ინვესტიცია განხორციელებულია საბანკო დეპოზიტებში, 5%-იანი განაკვეთით? 2) გარდა ამისა, ფონდს ეყოლება შვილობილი საწარმო, რომელიც ასევე მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრაუდფანდინგის მეშვეობით (კრაუდფანდინგის კუთხით ამ ეტაპზე მარეგულირებელი ჩარჩო არ გვაქვს) და გადაურიცხავს ფონდს სამართავად. 3) აქვს თუ არა მნიშვნელობა, არარეზიდენტ პირებს საბანკო ანგარიში აქვთ გახსნილი საქართველოში და იქიდან რიცხავენ თანხებს ფონდში თუ არა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით?

2021/08
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

გთხოვთ მოგვწეროთ, როდესაც ფიზიკური პირისგან კომპანია იღებს სესხს, სესხის %-ის განაკვეთისთვის ვხელმძღვანელობთ ეროვნული ბანკის რეგულაციებით? კერძოდ, რადგან მიმღები და გამცემი პირის სტატუსი სხვადასხვაა, ვხელმძღვანელობთ მიმღები პირის სტატუსის მიხედვით, ხომ?

2021/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-ს, რომელიც იბეგრება ახალი მოგების გადასახადით ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით, 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულობა 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ად? 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ მხოლოდ მოგების გადასახადს 15%-ს გამოვაკლებთ, ხოლო რაც დარჩება, ის ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია დაუბეგრავად მომდევნო წელს გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე? (ამასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაიცა პასუხი ჟურნალის 2021 წ. №4(256)-ში, გვ. 40. თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ აგვიხსნათ, რადგან არის აზრთა სხვაობა სსკ მე-8 მუხლის „ტერმინთა განმარტება“ 43-ე ნაწილთან დაკავშირებით: „წმინდა მოგება – მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. თვლიან რომ მოგების გადასახადის გარეშე უნდა იქნას დათვლილი წმინდა მოგება).

2021/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა

შპს-ის ბალანსზე არის გაუნაწილებელი მოგება, რომელიც დაგროვილია 2010 წლიდან. დივიდენდის სახით დამფუძნებლებს გააქვთ მოგების ნახევარი. საგადასახადო მიზნებისთვის 2017 წლამდე მიღებული მოგების გაცემა ამოიწურა და დარჩა გასაცემი 2017-18-19-20 წლების მოგება. 2021 წელს გაიტანეს დივიდენდად 2020 წლის მოგების ნახევარი, მაგრამ კრების ოქმში დაკონკრეტებული არ არის, რომელი წლის დივიდენდი უნდა გაცემულიყო. გვაინტერესებს, შესაძლებელი ხომ არ არის საგადასახადო შემოწმების დროს 2021 წელს გაცემული დივიდენდი ჩათვალონ, რომ გაიცა 2017 წლის მოგებიდან და მოითხოვონ 2017 წლის საგადასახადო შემოწმება? თუ ასეა, ხომ შეიძლება გაუნაწილებელი მოგება, რომელიც გროვდება, დამფუძნებლებმა გადაიტანონ საწესდებო კაპიტალში და რა არის ამისთვის საჭირო?

2021/06
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა