ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი

არარეზიდენტ იურიდიულ პირთან (რომელიც არ არის შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული და არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჩვენი შპს-ის მიერ გარკვეული ოდენობის ავანსის თანხის გადახდა ეტაპობრივად. ავანსის თანხის ნაწილი გადავიხადეთ, ხოლო დარჩენილი ავანსის თანხის გადაუხდელობის გამო, არარეზიდენტ იურიდიულ პირს სურს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ამასთან, გადარიცხული ავანსის თანხა არ დაგვიბრუნდება. გთხოვთ, მოგვწეროთ: 1) გადასახადების წარმოქმნას ხომ არ გამოიწვევს გადარიცხული ავანსის თანხა ასეთ შემთხვევაში? ეს თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება უიმედო ვალად, მაგრამ დამატებით რაიმე გადასახადის წარმოქმნას თუ გამოიწვევს, ეს გვაინტერესებს. 2) თუკი მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა (რადგან არ მოხდა სრულად ავანსის თანხის გადახდა, დარჩენილ გადასახდელ ავანსზე დარიცხული პირგასამტეხლო დაგვერიცხება), ამ პირგასამტეხლოსა და ავანსის ურთიერთჩათვლის შემთხვევაში თუ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულებები?

2021/11
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს „A“-მ კონტრაგენტ იურიდიულ პირს შპს „B“-ს, რომელიც არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი (თონე), უსასყიდლოდ გადასცა საქონელი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შპს „B“ მიღებულ ამ საქონელს იყენებს 40%-ს – სპეციალური წესით (ფიქსირებული გადასახადით) დაბეგვრის ნაწილში, ხოლო 60%-ს – ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ ოპერაციებში. იურიდიული პირის სტატუსის მიუხედავად, რადგან შპს „B“ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), შპს „A“-ს მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის გარკვეული ნაწილის ღირებულება (40%) ხომ არ განიხილება ისეთ გადაცემად, რომელიც დაიბეგრება მოგების გადასახადით, ვინაიდან მიღებული საქონლის ნაწილს (ამ 40%-ს) შპს „B“ გამოიყენებს სპეციალური წესით დაბეგვრის ნაწილში?

2021/11
მოგების გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კომპანიას აქვს სასესხო ვალდებულება დამფუძნებლის – არარეზიდენტი ფიზიკური პირის წინაშე. წარმოიშვა აზრი, რომ ამ დამფუძნებელს სასესხო ვალდებულების ანგარიშში გადაეცეს ძირითადი საშუალებები, რომლებსაც რაღაც ფასეულობა აქვთ. რა გადასახადები წარმოიშვება ამ შემთხვევაში?

2021/11
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებს სხვადასხვა სახის პროდუქციას. ყველა სახის პროდუქციაზე გვაქვს დამტკიცებული ხარჯვის ნორმები (რეცეპტურები). 1) რადგან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადია, არის შემთხვევები, როდესაც ხარჯვის ნორმებში ვერ ვეტევით და შიდა აქტის საფუძველზე ვახდენთ ხარჯებში ჩამოწერას. 2) ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც მყიდველისგან ვიღებთ პრეტენზიას, მაგალითად, დაზიანდა პროდუქცია ტრანსპორტირების დროს ან სხვა მიზეზით. აღნიშნულ პრეტენზიას თუ ვეთანხმებით, ვახდენთ 1410 ანგარიშიდან თანხის ხარჯებში ჩამოწერას. გვაინტერესებს, ეს ოპერაციები უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით?

2021/11
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, რომლის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ თურქი სპეციალისტები. ამ თურქების კვებისა და რესტორნის მომსახურების თანხები ჩვენ გადავიხადეთ, რაც მათთან ზეპირი შეთანხმებით ჩვენ გვევალებოდა. საბუთებიც გვაქვს. ეს ხარჯები დღგ-ითაც დავბეგრო და მოგების გადასახადითაც?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა