ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი
1) საინვესტიციო ფონდი მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამ შემთხვევაში როგორ იბეგრებიან ფონდი და ეს პირები?
როგორც მოვიძიეთ, არის კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის მუხლი 231, რომელიც საინვესტიციო ფონდების დაბეგვრას არეგულირებს. ამასთან:
1. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში განაწილებული დივიდენდი არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირია.
ჩვენი მოკვლევით, 10%-ით დაიბეგრება აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ქვეყანაში იქნება დარეგისტრირებული, მაშინ 15%-ით.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არის რეზიდენტი ფიზიკური პირი? თვითონ იხდის?
თუ ეს თანხები დივიდენდია ინვესტორებისთვის?
2. ამავე მუხლის მე-11 ნაწილით საინვესტიციო კომპანიის მიერ განაწილებული მოგება დაიბეგრება მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ ინვესტიცია განხორციელებულია საბანკო დეპოზიტებში, 5%-იანი განაკვეთით?
2) გარდა ამისა, ფონდს ეყოლება შვილობილი საწარმო, რომელიც ასევე მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრაუდფანდინგის მეშვეობით (კრაუდფანდინგის კუთხით ამ ეტაპზე მარეგულირებელი ჩარჩო არ გვაქვს) და გადაურიცხავს ფონდს სამართავად.
3) აქვს თუ არა მნიშვნელობა, არარეზიდენტ პირებს საბანკო ანგარიში აქვთ გახსნილი საქართველოში და იქიდან რიცხავენ თანხებს ფონდში თუ არა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით?
2021/08
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა
გთხოვთ მოგვწეროთ, როდესაც ფიზიკური პირისგან კომპანია იღებს სესხს, სესხის %-ის განაკვეთისთვის ვხელმძღვანელობთ ეროვნული ბანკის რეგულაციებით? კერძოდ, რადგან მიმღები და გამცემი პირის სტატუსი სხვადასხვაა, ვხელმძღვანელობთ მიმღები პირის სტატუსის მიხედვით, ხომ?
შპს-ს, რომელიც იბეგრება ახალი მოგების გადასახადით ე.წ. „ესტონური მოდელის“ მიხედვით, 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულობა 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ად? 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ მხოლოდ მოგების გადასახადს 15%-ს გამოვაკლებთ, ხოლო რაც დარჩება, ის ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია დაუბეგრავად მომდევნო წელს გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე?
(ამასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაიცა პასუხი ჟურნალის 2021 წ. №4(256)-ში, გვ. 40. თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ აგვიხსნათ, რადგან არის აზრთა სხვაობა სსკ მე-8 მუხლის „ტერმინთა განმარტება“ 43-ე ნაწილთან დაკავშირებით: „წმინდა მოგება – მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. თვლიან რომ მოგების გადასახადის გარეშე უნდა იქნას დათვლილი წმინდა მოგება).
2021/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა
შპს-ის ბალანსზე არის გაუნაწილებელი მოგება, რომელიც დაგროვილია 2010 წლიდან. დივიდენდის სახით დამფუძნებლებს გააქვთ მოგების ნახევარი. საგადასახადო მიზნებისთვის 2017 წლამდე მიღებული მოგების გაცემა ამოიწურა და დარჩა გასაცემი 2017-18-19-20 წლების მოგება. 2021 წელს გაიტანეს დივიდენდად 2020 წლის მოგების ნახევარი, მაგრამ კრების ოქმში დაკონკრეტებული არ არის, რომელი წლის დივიდენდი უნდა გაცემულიყო.
გვაინტერესებს, შესაძლებელი ხომ არ არის საგადასახადო შემოწმების დროს 2021 წელს გაცემული დივიდენდი ჩათვალონ, რომ გაიცა 2017 წლის მოგებიდან და მოითხოვონ 2017 წლის საგადასახადო შემოწმება? თუ ასეა, ხომ შეიძლება გაუნაწილებელი მოგება, რომელიც გროვდება, დამფუძნებლებმა გადაიტანონ საწესდებო კაპიტალში და რა არის ამისთვის საჭირო?
2021/06
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
სახელმწიფო ტენდერების მოთხოვნების გამო (გამოცდილებიდან გამომდინარე), შეიქმნა ამხანაგობა ორი იურიდიული პირის მიერ (მათ შორის, ერთი არის არარეზიდენტი საწარმო) 50%-50% წილით, 3 წლის ვადით. სამუშაოები დაიწყო დამკვეთის ავანსით, რომელიც დღგ-ით დაბეგრა ამხანაგობამ. აღნიშნულმა პროექტმა მოიტანა მოგება 1 000 000 ლარი, რომელიც გაუნაწილებელი მოგებიდან განაწილდა რეზიდენტ და არარეზიდენტ შპს-ებზე (დამფუძნებლებზე). ეს თანხა ამხანაგობას არ დაუბეგრავს მოგების გადასახადით. შპს თანხას დაბეგრავს მაშინ, როცა გაიტანს დივიდენდად. ალბათ, ანალოგიურად მოიქცევა არარეზიდენტი საწარმო მათი კანონმდებლობის შესაბამისად.
რამდენად სწორია ჩვენი ქმედება, ეკუთვნოდა თუ არა ამხანაგობას თანხის განაწილებისას დაბეგვრა მოგების გადასახადით ან გადახდის წყაროსთან?
2021/05
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა
გვაქვს კითხვები საერთაშორისო კომპანიასთან დაკავშირებით.
1) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №619-ის დანართი №2-ის მუხლი 1-ის შენიშვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: „ამ მუხლის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება“.
რას ნიშნავს „მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება“? მაგალითად, ნებისმიერი პროგრამის ინსტალაციისას, ვებგვერდზე „ექაუნთის“ შექმნისას ან ინტერნეტით ნებისმიერი მომსახურების შეძენისას ყოველთვის მომხმარებელი ეთანხმება მომსახურების მიმწოდებლის პირობებს. მომსახურების ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა იყოს თუ ეგრეთ წოდებულ „პირობებზე დათანხმების ღილაკზე“ მონიშვნა საკმარისია იმისთვის, რომ მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვალოს?
2) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №619-ის დანართი №3 ფორმულირებულია შემდეგნაირად:
„იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა:
1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი.
2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები“.
თუ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები წლის განმავლობაში იყო შემდეგი:
ამონაგები – 500 000=;
საქართველოში გადახდილი ხელფასი – (120 000);
ადმინისტრაციული და სხვა ხარჯი – (110 000);
ანუ მოგება არის 270 000 ლარი. კომპანიამ გადაწყვიტა გაანაწილოს დივიდენდი 180 000 ლარი. სსკ 23-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი გაანგარიშდება (180 000-120 000)/0.95*0.05=3 158 ლარი?
ამ გამოთვლაში 180 000 ლარს 120 000*180/270=80 000 ლარი ხომ არ უნდა გამოვაკლოთ?
როგორ უნდა მოიქცეს კომპანია, თუ მას რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული მოგება აქვს და მხოლოდ მის ნაწილს ანაწილებს?
3) სსკ 23-ე მუხლში არაფერია ნათქვამი დღგ-სთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება დღგ-ის ზოგადი რეგულაციების მიხედვით იბეგრება, თუ სპეციალური წესები ან განთავისუფლებაა დადგენილი?