ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

შპს ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებს სხვადასხვა სახის პროდუქციას. ყველა სახის პროდუქციაზე გვაქვს დამტკიცებული ხარჯვის ნორმები (რეცეპტურები). 1) რადგან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადია, არის შემთხვევები, როდესაც ხარჯვის ნორმებში ვერ ვეტევით და შიდა აქტის საფუძველზე ვახდენთ ხარჯებში ჩამოწერას. 2) ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც მყიდველისგან ვიღებთ პრეტენზიას, მაგალითად, დაზიანდა პროდუქცია ტრანსპორტირების დროს ან სხვა მიზეზით. აღნიშნულ პრეტენზიას თუ ვეთანხმებით, ვახდენთ 1410 ანგარიშიდან თანხის ხარჯებში ჩამოწერას. გვაინტერესებს, ეს ოპერაციები უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით?

2021/11
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, რომლის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ თურქი სპეციალისტები. ამ თურქების კვებისა და რესტორნის მომსახურების თანხები ჩვენ გადავიხადეთ, რაც მათთან ზეპირი შეთანხმებით ჩვენ გვევალებოდა. საბუთებიც გვაქვს. ეს ხარჯები დღგ-ითაც დავბეგრო და მოგების გადასახადითაც?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს „A“-მ შეიძინა ტექნიკა შპს „B“-სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი. რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს „B“-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს „B“-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს „B“-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს „A“-სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

რა სახის საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება ფიზიკურ/იურიდიულ პირს შპს-ში წილის 100%-ის შესყიდვის შემთხვევაში? შპს-ის მეწილეები ფიზიკური პირები არიან.

2021/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

სტუმრისთვის რაიმეს ჩუქება შედის თუ არა წარმომადგენლობით ხარჯში, მაგალითად ღვინის? თუ არ შედის, როგორ დაიბეგრება?

2021/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ (საქართველოს შპს) გავხსნით წარმომადგენლობას ჩრდილოეთ მაკედონიაში მომსახურების გაწევის მიზნით, ანუ მომსახურების გაწევის ადგილი იქნება მაკედონია და წარმომადგენლობის მიერ შესრულდება, ეს დაიბეგრება მაკედონიაში, მაკედონიის კანონმდებლობის შესაბამისად, ხომ? საქართველოში რა გადასახადები და ვალდებულებები წარმოგვეშობა ამ შემთხვევაში?

2021/09
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა