ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი

ვფლობთ არამატერიალურ აქტივს, კერძოდ საბუღალტრო პროგრამას „XYZ““ ERP სისტემები. ეს პროგრამა შექმნილია საკუთარი რესურსებით, რაშიც ვგულისხმობთ, რომ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც წარმოების სპეციფიკის და კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის გათვალისწინებით ადგენენ შესაბამის დავალებას, რომელსაც ვუგზავნით საქართველოს ფარგლებს გარეთ უცხოელ პროგრამისტებს და ისინი უზრუნველყოფენ პროგრამაში შესაბამისი ფუნქციონალის და მოდულის დამატებას და გამართულ მუშაობას, არსებობის შემთხვევაში – ხარვეზების აღმოფხვრას. ეს პროგრამა ექსპლუატაციაში შევიდა როგორც არამატერიალური აქტივი 2019 წლის სექტემბერში და ბალანსზე აღიარდა მასზე გაწეული დანახარჯებით, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ყოველთვიურად მიმდინარეობს ამ აქტივის სრულყოფა/გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის და მოდულის დამატება-ინტეგრაცია (შეიძლება აღნიშნული ფუნქცია სტანდარტულად ჰქონდეს არსებულ პროგრამას, მაგრამ ხდება გადაკეთება და კომპანიის პროცესებზე მორგება, ასევე ხორციელდება სრულიად ახალი ფუნქციონალის დამატება და ინტეგრაცია, როგორც რს პორტალთან, ასევე ონლაინ ბანკთან), რაზეც იხარჯება სოლიდური თანხები. ბასს 38-ის მიხედვით, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გაწეული დანახარჯები ექვემდებარება კაპიტალიზებას და უნდა გაიზარდოს არამატერიალური აქტივის საბალანსო ღირებულება? თუ აღიარებული უნდა იქნეს მიმდინარე პერიოდის მოგება-ზარალში?

2021/01
მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ვართ შპს, გვაქვს გაუნაწილებელი მოგება მხოლოდ საქართველოში არსებული ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც იბეგრება (შეღავათით არ ვსარგებლობთ) სსკ-ის ნორმების შესაბამისად, როგორც 2017 წლის იანვრამდე მიღებული, ასევე 2017 წლის შემდგომ პერიოდში. გადავწყვიტეთ დივიდენდის გაცემა. შპს-ის დირექტორატს გადაწყვეტილი აქვს დივიდენდის გაცემისას ჯერ არ გამოიყენოს მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა და მოგების განაწილება დაბეგრონ მოგების გადასახადით, რადგან თვლიან, რომ ჯერ უნდა გასცენ 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ხოლო სხვა პერიოდში გამოიყენონ მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა დივიდენდის გაცემისას. 1) ვალდებულია თუ არა შპს, როდესაც გასცემს დივიდენდს, ჩათვალოს, რომ ჯერ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება (თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა) და არა 2017 წლის შემდგომ მიღებული? 2) თუ ჩათვლის, რომ ჯერ გასცა 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ექნება თუ არა უფლება შპს-ს (სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე) შემდგომ პერიოდში, როდესაც გასცემს გაუნაწილებელ მოგებას, მიიჩნიოს, რომ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება და ჩაითვალოს ნაწილობრივ, ანუ გაანგარიშება მოახდინოს სსკ 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის (მოგების გადასახადის ჩათვლა) თანახმად?

2020/12
მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

1) უსასყიდლოდ გაყიდვისას, თუ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი დღგ-ის ჩათვლით 118 ლარია, 118 ლარიანი ზედნადები უნდა გაიწეროს (შენიშვნაში: უსასყიდლოდ და ანგარიშ-ფაქტურას არ ვაგზავნით), თუ დღგ-ის გამოკლებით 100-ლარიანი ზედნადები? როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში? 2) უსასყიდლოდ შეძენისას როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში?

2020/12
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

სსკ 98(1) მუხლის „განაწილებული მოგება“ მე-2 ნაწილის მიხედვით, „განაწილებულ მოგებად არ ითვლება: „ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად; ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა; დ) საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების/წილის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“. როდესაც ხდება შპს-იდან კაპიტალის შემცირება ფიზიკური პირის მიერ (საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის გამოტანა), ხომ არ დაიბეგრება მოგების გადასახადით? რადგან შემცირებაზე არ წერია, ვფიქრობთ განაწილებულად არ ითვლება მხოლოდ წილის შეძენის დროს გამოსყიდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში საწესდებო კაპიტალის შემცირება ჩაითვლება როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი. ასეა?

2020/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

მშობელი კომპანია არის რეზიდენტი შპს (რომელიც იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით) და მე-4 კატეგორიის საწარმო ინდივიდუალურად. მშობელი კომპანიის მიერ 100%-იანი წილობრივი (100 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით, რომელიც დღემდე არ შეუვსია) მონაწილეობით დაფუძნებულია შვილობილი რეზიდენტი შპს თიზ-ში, რომელიც ასევე არის „ესტონურ მოდელზე“ და ისიც ინდივიდუალურად არის მე-4 კატეგორიის საწარმო. კონსოლიდირებულად 2019 წელთან მიმართებით ისინი ქმნიან მე-3 კატეგორიის ჯგუფს. მშობელი კომპანია 2019 წლის მანძილზე გასცემდა შუალედურ დივიდენდებს თავის 100-იან დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ბეგრავდა „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. 2019 წლის ბოლოს ინდივიდუალური შედეგების შეჯამებით მშობელ კომპანიას კიდევ დარჩა გასანაწილებელი მოგება. თუმცა, შვილობილი კომპანია 2019 წელს გავიდა ზარალზე და ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგებით მშობელი კომპანიის დარჩენილი გასანაწილებელი მოგება აღარ აღმოჩნდა საკმარისი შვილობილი კომპანიის ზარალის გადასაფარად. აღნიშნულ სიტუაციაში მშობელ კომპანიას რამე საგადასახადო რისკი ხომ არ უჩნდება განაწილებულ დივიდენდებთან მიმართებაში? ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის რამე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი მშობელი კომპანიის მხრიდან? მშობელი კომპანია თავის წილს შვილობილ კომპანიაში ინდივიდუალური ანგარიშგების შედგენისას აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით.

2020/11
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

თუ თიზ-ში რეგისტრირებულმა საწარმომ განახორციელა მისთვის აკრძალული მომსახურების შეძენა/მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან/პირისათვის, მაშინ რა სანქციები თუ გადასახადები ემუქრება თიზ-ის საწარმოს? მას ჩამოერთმევა თიზ-ის სტატუსი, თუ უბრალოდ ეს მისთვის აკრძალული ოპერაციები დაიბეგრება ჩვეულებრივ, მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?

2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
თემის გარეშე
პასუხის ნახვა