ძებნის შედეგად ნაპოვნია 278 შედეგი

ასაშენებელი ფართების შიდა განვადებით სხვა ფიზიკური პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში (პირობითად აშენებულია მისაცემი ფართების 50% და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში), ხომ არ ჩაითვლება, რომ გადაცემულია ფართები ლიზინგით და ქონების გადასახადის მიზნებისთვის შპს დაიბეგრება?

2020/11
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

შპს X-ს 2020 წლის მარტში გასესხებული აქვს შპს Y-ზე 1600000 ლარი, საიდანაც მაისის თვეში დაბრუნდა 300000 ლარი, დანარჩენი თანხის დაბრუნებას კი შპს Y სავარაუდოდ ვერ შეძლებს. აღნიშნულ სესხზე ყოველთვიურად ვარიცხავთ სესხის პროცენტს. ორივე კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები, და იბეგრებიან მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. გვაინტერესებს, შპს X-ის მიერ ამ სესხის პატიების შემთხვევაში, რომელიმე მხარეს გადასახადის გადახდის ვალდებულება თუ დაეკისრება.

2020/11
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) რა განსხვავებაა ვირტუალური ზონის პირსა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსს შორის? ორივე ხომ ძირითადად ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობენ? 2) რას ნიშნავს ახალი ცვლილებით, რომ საერთაშორისო კომპანიის მოწილე მინიმუმ 2 წელი უნდა საქმიანობდეს №619 დადგენილებით? ანუ თუ არ საქმიანობს, მინიმუმ 2 წელი ვერ დაარეგისტრირებს საერთაშორისო კომპანიას?

2020/10
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

არარეზიდენტის წარმომადგენლობა ან/და ფილიალი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, რა გადასახადებით შესაძლოა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის თანახმად?

2020/10
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

გთხოვთ, მოგვწეროთ დაბეგვრის რეჟიმი და განაკვეთები შემდეგი ოპერაციებისთვის: იურიდიული პირი A ფლობს მეორე იურიდიული პირის B-ს წილს, რომლის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს. ამ A იურიდიული პირის მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირები. ფიზიკურ პირებს უნდათ წილის რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდება.

2020/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

1) შპს „ა“-მ 2019 წლის პერიოდში სესხი გასცა 100 000 ლარის ოდენობით რეზიდენტ ფიზიკურ პირზე. შპს „ა“-მ 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით (/0,85*15%). 2020 წელს შპს „ა“-მ აღნიშნული მოთხოვნა მიაწოდა შპს „ბ“-ს 80 000 ლარად. შპს „ბ“-მ შპს „ა“-სთვის თანხის გადახდის მომენტში დაბეგრა 15%-ით (80 0000/0,85*15%-ზე), ხოლო შპს „ა“-მ ჩაითვალა ადრე გადახდილი 15% (80000/0,85*15%) მოგების გადასახადი. გარკვეული პერიოდის შემდგომ შპს „ბ“-მ აჩუქა (ჩამოაწერა) აღნიშნული მოთხოვნა ფიზიკურ პირს. გვაინტერესებს, ფიზიკურ პირზე მოთხოვნის ჩუქებისას დასაბეგრია თუ არა გადახდის წყაროსთან თავდაპირველი 100000 ლარი? 100000*20% სსკ 154-ე მუხლით? რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება შპს „ბ“-ს აღნიშნულ ქმედებებზე? 2) გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება 2619-ე „მენუალში“ ასახულ ოპერაციებთან დაკავშირებით, თითოეულ შპს-ს (თავდაპირველ შპს-ს, რომელმაც 100000 ლარის მოთხოვნა გადასცა და შპს „ბ“-ს, რომელმაც ჩამოწერა ეს მოთხოვნა გარკვეული ხნის შემდგომ) რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრება?

2020/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა