სსკ 98(1) მუხლის „განაწილებული მოგება“ მე-2 ნაწილის მიხედვით, „განაწილებულ მოგებად არ ითვლება:
„ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად;
ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა;
დ) საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების/წილის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“.
როდესაც ხდება შპს-იდან კაპიტალის შემცირება ფიზიკური პირის მიერ (საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის გამოტანა), ხომ არ დაიბეგრება მოგების გადასახადით? რადგან შემცირებაზე არ წერია, ვფიქრობთ განაწილებულად არ ითვლება მხოლოდ წილის შეძენის დროს გამოსყიდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში საწესდებო კაპიტალის შემცირება ჩაითვლება როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი. ასეა?
მშობელი კომპანია არის რეზიდენტი შპს (რომელიც იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით) და მე-4 კატეგორიის საწარმო ინდივიდუალურად. მშობელი კომპანიის მიერ 100%-იანი წილობრივი (100 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით, რომელიც დღემდე არ შეუვსია) მონაწილეობით დაფუძნებულია შვილობილი რეზიდენტი შპს თიზ-ში, რომელიც ასევე არის „ესტონურ მოდელზე“ და ისიც ინდივიდუალურად არის მე-4 კატეგორიის საწარმო. კონსოლიდირებულად 2019 წელთან მიმართებით ისინი ქმნიან მე-3 კატეგორიის ჯგუფს.
მშობელი კომპანია 2019 წლის მანძილზე გასცემდა შუალედურ დივიდენდებს თავის 100-იან დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ბეგრავდა „ესტონური მოდელის“ შესაბამისად. 2019 წლის ბოლოს ინდივიდუალური შედეგების შეჯამებით მშობელ კომპანიას კიდევ დარჩა გასანაწილებელი მოგება. თუმცა, შვილობილი კომპანია 2019 წელს გავიდა ზარალზე და ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგებით მშობელი კომპანიის დარჩენილი გასანაწილებელი მოგება აღარ აღმოჩნდა საკმარისი შვილობილი კომპანიის ზარალის გადასაფარად.
აღნიშნულ სიტუაციაში მშობელ კომპანიას რამე საგადასახადო რისკი ხომ არ უჩნდება განაწილებულ დივიდენდებთან მიმართებაში? ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის რამე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი მშობელი კომპანიის მხრიდან? მშობელი კომპანია თავის წილს შვილობილ კომპანიაში ინდივიდუალური ანგარიშგების შედგენისას აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით.
თუ თიზ-ში რეგისტრირებულმა საწარმომ განახორციელა მისთვის აკრძალული მომსახურების შეძენა/მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან/პირისათვის, მაშინ რა სანქციები თუ გადასახადები ემუქრება თიზ-ის საწარმოს? მას ჩამოერთმევა თიზ-ის სტატუსი, თუ უბრალოდ ეს მისთვის აკრძალული ოპერაციები დაიბეგრება ჩვეულებრივ, მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით?
ასაშენებელი ფართების შიდა განვადებით სხვა ფიზიკური პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში (პირობითად აშენებულია მისაცემი ფართების 50% და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში), ხომ არ ჩაითვლება, რომ გადაცემულია ფართები ლიზინგით და ქონების გადასახადის მიზნებისთვის შპს დაიბეგრება?
შპს X-ს 2020 წლის მარტში გასესხებული აქვს შპს Y-ზე 1600000 ლარი, საიდანაც მაისის თვეში დაბრუნდა 300000 ლარი, დანარჩენი თანხის დაბრუნებას კი შპს Y სავარაუდოდ ვერ შეძლებს. აღნიშნულ სესხზე ყოველთვიურად ვარიცხავთ სესხის პროცენტს. ორივე კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები, და იბეგრებიან მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ შესაბამისად.
გვაინტერესებს, შპს X-ის მიერ ამ სესხის პატიების შემთხვევაში, რომელიმე მხარეს გადასახადის გადახდის ვალდებულება თუ დაეკისრება.
1) რა განსხვავებაა ვირტუალური ზონის პირსა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსს შორის? ორივე ხომ ძირითადად ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობენ?
2) რას ნიშნავს ახალი ცვლილებით, რომ საერთაშორისო კომპანიის მოწილე მინიმუმ 2 წელი უნდა საქმიანობდეს №619 დადგენილებით? ანუ თუ არ საქმიანობს, მინიმუმ 2 წელი ვერ დაარეგისტრირებს საერთაშორისო კომპანიას?