ძებნის შედეგად ნაპოვნია 285 შედეგი
როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?
2020/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.
2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
რეკლამა
და
მარკეტინგი
პასუხის ნახვა
დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა შპს-ში შეიტანა 10000 ლარი. მხოლოდ 10000 ლარის გატანას შეძლებს დაუბეგრავად, თუ დარიცხულ პროცენტსაც? საბაზრო პროცენტი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, თუ 10%-ია, ამ 1000 ლარსაც გაიტანს დაუბეგრავად?
2020/07
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
ვარ შპს-ის 100% წილის მფლობელი. შემომაქვს იმპორტული საქონელი, რომელსაც ვყიდი საბაჟოდანვე თვითღირებულებით, რადგან ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს და მინდა ბაზარზე დავიმკვიდრო თავი. შეუძლია თუ არა საგადასახადო ორგანოს ამის გამო დამაჯარიმოს?
2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
იმპორტი,
ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა
თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ ქვეიჯარით აღებულ თიზ-ში არსებულ ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, რისთვისაც მასალებს იძენს ძირითადად იმპორტით თურქეთიდან. კომპანია „ა“-ს არ ჰყავს არცერთი თანამშრომელი, გარდა დირექტორისა. მშენებლობას (მასალების გარდა სხვა დანარჩენი საჭიროებები, მუშახელი და ა.შ.) უკეთებს საქართველოს არა-თიზი და მისი დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი კომპანია „ბ“.
1) ეს ფაქტები და ოპერაციები როგორ დაიბეგრება ან/და რა საგადასახადო რისკებს შეიცავს, როგორც ერთი, ისე მეორე კომპანიის მხრიდან?
2) შესაბამისად თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ სამშენებლო ოპერაციებისთვის საქვეანგარიშოდ თანხებს ურიცხავს მისი დამფუძნებელი კომპანია „ბ“-ს თანამშრომელს („პრარაბს“). ეს ფაქტიც რა რისკებს შეიცავს და ნებადართულია თუ არა ასეთი რამ?
ფიზიკურმა პირმა საკუთარ მიწაზე მაღაზიის აშენებისთვის ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა, ჩვეულებრივ ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო ადრე შექმნილ შპს-სთან, რომელშიც ფლობს 50%-ს, ხოლო მეორე 50%-ს ფლობს მისი ძმა. ანაზღაურება უნდა მოხდეს მაღაზიის აშენების შემდეგ, რაც უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. გადახდა მოგვიწევს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამის თვეში.
ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო მასალების ყიდვა ევალება ორივე მხარეს.
გთხოვთ გვიპასუხოთ, საბოლოო ანგარიშსწორებამდე ხომ არ წარმოიშობა რაიმე გადასახადით დაბეგვრის საკითხი და დღგ-ის და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება?
2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა