ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

სსკ 99-ე მუხლის „გადასახადისაგან გათავისუფლება“ თანახმად: „1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ... ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით“. ამ მუხლში რას ნიშნავს ეს ჩანაწერი: „ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით“?

2020/08
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) თუ იურიდიულმა პირმა გასცა სესხი თანამშრომელზე (პირობითად 6000 ლარი 1 წლით), როგორ ხდება დაბეგვრა? უპროცენტო სესხი შეიძლება? თუ საბაზრო პროცენტით უნდა იყოს? საბაზრო არის 20% ახლა, როგორც ვიცი. 2) თუ არ არის თანამშრომელი და იურიდიულმა პირმა გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, აქ მაქსიმალურად სწორი როგორ იქნება? ვგულისხმობთ გადასახადების კუთხით.

2020/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი?

2020/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.

2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა შპს-ში შეიტანა 10000 ლარი. მხოლოდ 10000 ლარის გატანას შეძლებს დაუბეგრავად, თუ დარიცხულ პროცენტსაც? საბაზრო პროცენტი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, თუ 10%-ია, ამ 1000 ლარსაც გაიტანს დაუბეგრავად?

2020/07
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ვარ შპს-ის 100% წილის მფლობელი. შემომაქვს იმპორტული საქონელი, რომელსაც ვყიდი საბაჟოდანვე თვითღირებულებით, რადგან ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს და მინდა ბაზარზე დავიმკვიდრო თავი. შეუძლია თუ არა საგადასახადო ორგანოს ამის გამო დამაჯარიმოს?

2020/07
დღგ
მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა