ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ ქვეიჯარით აღებულ თიზ-ში არსებულ ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, რისთვისაც მასალებს იძენს ძირითადად იმპორტით თურქეთიდან. კომპანია „ა“-ს არ ჰყავს არცერთი თანამშრომელი, გარდა დირექტორისა. მშენებლობას (მასალების გარდა სხვა დანარჩენი საჭიროებები, მუშახელი და ა.შ.) უკეთებს საქართველოს არა-თიზი და მისი დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი კომპანია „ბ“. 1) ეს ფაქტები და ოპერაციები როგორ დაიბეგრება ან/და რა საგადასახადო რისკებს შეიცავს, როგორც ერთი, ისე მეორე კომპანიის მხრიდან? 2) შესაბამისად თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია „ა“ სამშენებლო ოპერაციებისთვის საქვეანგარიშოდ თანხებს ურიცხავს მისი დამფუძნებელი კომპანია „ბ“-ს თანამშრომელს („პრარაბს“). ეს ფაქტიც რა რისკებს შეიცავს და ნებადართულია თუ არა ასეთი რამ?

2020/06
დღგ
მოგების გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა

ფიზიკურმა პირმა საკუთარ მიწაზე მაღაზიის აშენებისთვის ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა, ჩვეულებრივ ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო ადრე შექმნილ შპს-სთან, რომელშიც ფლობს 50%-ს, ხოლო მეორე 50%-ს ფლობს მისი ძმა. ანაზღაურება უნდა მოხდეს მაღაზიის აშენების შემდეგ, რაც უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. გადახდა მოგვიწევს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამის თვეში. ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო მასალების ყიდვა ევალება ორივე მხარეს. გთხოვთ გვიპასუხოთ, საბოლოო ანგარიშსწორებამდე ხომ არ წარმოიშობა რაიმე გადასახადით დაბეგვრის საკითხი და დღგ-ის და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
მშენებლობა
პასუხის ნახვა

1) „დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება“ – ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვქირაობ მძღოლს, ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ორგანიზებულ გადაყვანას სახლიდან სამუშაო ადგილზე და პირიქით, საშემოსავლო გადასახადი კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს? 2) თუ მძღოლი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონეა, მოგების გადასახადის ხარჯისაგან ხომ არ მათავისუფლებს?

2020/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელმა შპს X-მა მისი 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ააშენა ამ მიწაზე საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობის ღირებულება დაჯდა რამდენიმე ასეული ათასი ლარი. თუ შპს X ამ სახლს, აშენების შემდეგ, მინიმალური იჯარის სანაცვლოდ გადასცემს ისევ ამ ფიზიკურ პირს – თავის პარტნიორს, შეძლებს თუ არა ეს შპს იმ დღგ-ის ჩათვლას, რაც სახლის მშენებლობიდან წარმოეშვა?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

შპს-ს სურს მის მიერ წარმოებული 5000 ლიტრი ჭაჭის არყის გადაცემა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა რამე გადასახადით?

2020/05
დღგ
მოგების გადასახადი
აქციზი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

1) საქართველოს კომპანიის მიერ ნებისმიერი უცხოური კომპანიისათვის გაწეული მომსახურება არ იბეგრება დღგ-ით? 2) საქართველოს კომპანიის მიერ უცხოური კომპანიისთვის ვალის გადახდა – არ იბეგრება დღგ-ით? 3) თუ საქართველოს კომპანიამ (რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) უცხოურ კომპანიას არ გადაუხადა ვალი და აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანების თანხა თავის შემოსავლად, ეს რამე გადასახადით დაიბეგრება?

2020/04
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა