ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

დავუშვათ, იურიდიულმა პირმა აიღო სესხი ურთიერთდამოკიდებული არარეზიდენტი პირისაგან იმ დროს, როცა „ესტონური დაბეგვრის მოდელი“ არ მოქმედებდა, თუმცა სესხის აღების მომენტში სახელშეკრულებო საპროცენტო განაკვეთი შეესაბამებოდა იმ დროინდელ საბაზრო განაკვეთს. 2017-2018-2019 წლებში კვლავ გრძელდება ამ სესხით სარგებლობა და თან უკვე ცნობილია, რომ ამ პერიოდების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უკვე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე სახელშეკრულებო. ანუ, „ესტონური მოდელის“ მოქმედების პერიოდში იგივე პირობებით რომ აეღო პირს სესხი, იგი ჩაითვლებოდა ძვირ სესხად და გადახდილი პროცენტები (საბაზროზე გადაჭარბებულ ნაწილში) დაიბეგრებოდა მოგების გადასახადით (სსკ 98 პრიმა 1 მუხლის მე-4 ნაწილით). ის გარემოება, რომ ეს სესხი პირს აღებული აქვს „ესტონურ მოდელზე“ გადასვლამდე პერიოდში და თან ისე, რომ მაშინ განაკვეთი საბაზრო იყო – დამიცავს 2017 წლის შემდგომ პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრისგან, თუკი იგივე სახელშეკრულებო განაკვეთით დავარიცხავ და გადავუხდი პროცენტებს არარეზიდენტს?

2019/08
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-ს 100%-იანი დამფუძნებელი არის სხვა შპს, რომელიც თავის დაფუძნებულ შპს-ს რეგულარულად ურიცხავს თანხებს. დანიშნულებაში ვუთითებთ „დამფუძნებლის შენატანს“. ეს სწორია? რა საგადასახადო რისკი შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?

2019/07
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს-მ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაურიცხა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმის თანხა (შპს დაჯარიმებული იყო). დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ პირობების მიხედვით. როგორი იქნება მისი ბუღალტრული გატარება? დაბეგვრა თუ არის საჭირო?

2019/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს ნიმუშად მივაწოდეთ ჩვენი პროდუქცია. მოგების გადასახადით და დღგ-ით უნდა დავბეგროთ?

2019/07
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს არის ლომბარდი (იპოთეკურ სესხებს გასცემდა). მას ერთი წელია აღარ გაუცია სესხი (მხოლოდ ამოღებაზე მუშაობს) და 2019 წლის აპრილის თვეში უკვე 20-მდე ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება ორგანიზაციის მიმართ დარჩენილი. 1) „ესტონურ მოდელზე“ უნდა გადავიდეს თუ არა, და თუ უნდა გადავიდეს, რომელი რიცხვიდან? 2) ასევე ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, არის ასეთი სიტუაცია: ხარჯების შემცირების მიზნით, დამფუძნებლებისგან (ორი ფიზიკური პირია, არ არიან მეწარმედ რეგისტრირებულნი) უპროცენტო სესხი აიღო ამ შპს-მ და მოზიდული პროცენტიანი სახსრები გაისტუმრა. უპროცენტო სესხთან დაკავშირებით, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა?

2019/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ჩვენს შპს-ს 2011 წლიდან აღებული ჰქონდა სესხი ოფშორში რეგისტრირებული არაურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან წლიური 18%-ით. ეს სესხი (ძირი) ამჟამად დაფარულია. დარიცხული პროცენტების ნაწილი გადახდილია და გამოქვითულია 2016 წელს და დაბეგრილია 15%-ით გადახდის წყაროსთან, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდას ვაპირებთ ახლა. ხომ არ წარმოგვეშვება რამე რისკი მოგების გადასახადში, „ესტონური მოდელის“ შესაბამისად?

2019/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა