ძებნის შედეგად ნაპოვნია 260 შედეგი

უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს (სსიპ-ია), ასე ვთქვათ, ბალანსზე აქვს საფეხბურთო კლუბი და მომღერალთა გუნდი, რომლებიდანაც არ იღებს შემოსავლებს. 2019 წლის 1 იანვრიდან, დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით ე.წ. „ესტონური მოდელის“ შესაბამისად ამ საფეხბურთო კლუბისა და მომღერალთა გუნდის შენახვაზე სასწავლებლის მიერ გაწეული ხარჯები?

2019/06
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

1) სსკ 151-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ფიზიკური პირის (100% წილის მფლობელის) მიერ შპს-ის საწესდებო კაპიტალში ქონების ან სხვა მატერიალური ფასეულობების შეტანა ფიზიკური პირის მიერ, განიხილება საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტში ქონების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის მომენტად? რადგან ითვლება დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდებად, მაგრამ გათავისუფლებულია, ხოლო მოგების მიზნებისთვის ალბათ კანონმდებელი ხედავს რისკს, რომ შეტანის მომენტის შემდგომ ამ ქონების რეალიზაციისას მიღებული თანხის გატანა არ ჩაითვლება მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად, რადგან ფ/პ გადაწყვიტავს შეიმციროს კაპიტალი და არ დაიბეგრება გატანის მომენტში. 2) ამასთან, თუ განხორციელდა მხოლოდ ფულის შეტანა კაპიტალში (სსკ მე-16 მუხლით ფული ითვლება საქონლად, გარდა დღგ-ის მიზნებისთვის), ხომ არ ჩაითვლება მიწოდებად და გადახდის წყაროსთან დასაბეგრ ბაზად? ანდა უცხოური ვალუტის შეტანისას კაპიტალში ყიდვის და შეტანის მომენტში დაფიქსირებული კურსთაშორისი სხვაობა დადებითი კურსის კუთხით (ეროვნული ვალუტის მიმართებით) ხომ არ ჩაითვლება ფ/პირის მიერ მიღებულ სარგებლად და ხომ არ წარმოეშობა ამ ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან დაკავების მომენტი?

2019/06
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

უცხოური საწარმოს (ესპანეთში რეგისტრირებული კომპანიის) ფილიალი რეგისტრირებულია საქართველოში. ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას იღებს კომპანია, დაკავშირებულია სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან. ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იქნება ფილიალი. 1) შესაძლებელია თუ არა სათავო კომპანიამ წარუდგინოს შვილობილს (თავის ფილიალს) აღნიშნული მომსახურების ინვოისები, რათა შვილობილმა მოახდინოს თანხის გადარიცხვა ესპანეთში? ხომ არ ჩაითვლება მოგების განაწილებად? 2) პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული მომსახურება? და შეეხება თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება? 3) იმ შემთხვევაში, თუ სხვა არარეზიდენტმა კომპანიამ გაუწია მომსახურება ფილიალს (საინჟინრო, საზედამხედველო, სამშენებლო ან მსგავსი), რა გადასახადებით დაიბეგრება ფილიალი? და შეეხება თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება?

2019/06
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

„ესტონური მეთოდის“ შემოღების შემდეგ ფინანსური ცვეთა გახდა საგადასახადო პოლიტიკით გამოსაქვითი ხარჯი, რის გამოც შპს (რომელშიც 2006 წლიდან 2012 წლამდე მივმართავდით ქონების აფასების პრაქტიკას) 2016 წელს და მომავალშიც გაზრდილი ცვეთის (არაფულადი) ხარჯის გამო გავა ზარალზე. ხომ არ შეცვლილა საგადასახადო კოდექსში რამე ამ ხარჯის აღიარებასთან დაკავშირებით?

2019/06
მოგების გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ახლადდაფუძნებულმა შპს-მ ცესიის ხელშეკრულებით მიიღო იპოთეკური სესხების პორტფელი 20 კაცამდე (მხოლოდ ამ სესხების ამოღებაზე იმუშავებს). სესხის გამცემი სუბიექტი არ არის და ამიტომ მაინტერესებს, რა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩამითვლიან და დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ უნდა ვიხელმძღვანელო თუ არა?

2019/05
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი კომპანია გეგმავს შეისყიდოს მატარებლის ვაგონები საქართველოს ფარგლების გარეთ და გააგრძელოს საქმიანობა ორი შესაძლო მიმართულებით: 1. გაყიდოს აღნიშნული ვაგონები ასევე საქართველოს ფარგლების გარეთ; 2. გასცეს იჯარით აღნიშნული ვაგონები: ა) რეზიდენტ კომპანიაზე; ბ) არარეზიდენტ კომპანიაზე. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაციები?

2019/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა