ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

ახლადდაფუძნებულმა შპს-მ ცესიის ხელშეკრულებით მიიღო იპოთეკური სესხების პორტფელი 20 კაცამდე (მხოლოდ ამ სესხების ამოღებაზე იმუშავებს). სესხის გამცემი სუბიექტი არ არის და ამიტომ მაინტერესებს, რა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩამითვლიან და დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ უნდა ვიხელმძღვანელო თუ არა?

2019/05
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტი კომპანია გეგმავს შეისყიდოს მატარებლის ვაგონები საქართველოს ფარგლების გარეთ და გააგრძელოს საქმიანობა ორი შესაძლო მიმართულებით: 1. გაყიდოს აღნიშნული ვაგონები ასევე საქართველოს ფარგლების გარეთ; 2. გასცეს იჯარით აღნიშნული ვაგონები: ა) რეზიდენტ კომპანიაზე; ბ) არარეზიდენტ კომპანიაზე. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაციები?

2019/05
დღგ
მოგების გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

ორგანიზაციამ აიღო სესხი დირექტორისაგან წლიური 20%-იანი განაკვეთით (ფინანსთა მინისტრის 34-ე ბრძანების შესაბამისად). გვაინტერესებს, ხომ არ უნდა გვეხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ვებგვერდის მიხედვით, სადაც მითითებული საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია?

2019/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ქართულ შპს-ს ექსპორტზე გააქვს საქონელი. ექსპორტის დეკლარაციას C ნომერი მიენიჭა 31.12.2016-ში, ხოლო A ნომერი 03.01.2017-ში. მიწოდების პირობა ხელშეკრულებაშიც, ინვოისშიც, CMR-შიც და ექსპორტის დეკლარაციაშიც მითითებულია – CIP-მოსკოვი (ოღონდ ინკოტერმს-2000 თანახმად). თუმცა, ხელშეკრულებაში ნათლად არ არის დაფიქსირებული, თუ როდის გადადის საკუთრების უფლება. ხელშეკრულება ისე იკითხება, თითქოს ეს მიბმულია მიწოდების პირობაზე, მაგრამ ნათელი არ არის. შპს-ს ამ ექსპორტის დეკლარაციით მიღებული შემოსავალი ნაღიარები აქვს 31.12.2016-ში და შესაბამისად დაბეგრილი აქვს 2016 წლის მოგების გადასახადით. ჩვენი აზრით, შპს-ს საგადასახადო კუთხითაც და ფინანსური კუთხით მით უმეტეს, არასწორად აქვს განსაზღვრული როგორც 2016 წლის, ასევე 2017 წლის შემოსავლები. შესაბამისად, უნდა შემცირდეს 2016 წლის მოგების გადასახადი და გაიზარდოს 2017 წლის შემოსავალი. ხომ სწორია ეს პოზიცია? რამე დამატებითი დეტალი ხომ არ უნდა მოვიძიოთ?

2019/04
დღგ
მოგების გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
პასუხის ნახვა

წარმოებაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა დანაკლისი. ბუღალტრული გატარებები გავაკეთეთ შემდეგი სახით: 1)-2) დებეტი 1490 კრედიტი 6110, დებეტი 1490 კრედიტი 3330. 3) გადახურვა: დებეტი 9210 კრედიტი 1490. 4) ჩამოწერა დანაკლისის ფინანსურად ვაღიარეთ ხარჯად: დებეტი 7210 კრედიტი 1620. დანაკლისის საბაზრო ფასი დღგ-ის ჩათვლით უნდა შევიყვანო დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებშიც? გატარებები სწორად არის გაკეთებული?

2019/04
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-მ ისესხა არარეზიდენტი იურიდიული პირისგან თანხა, რაზეც მას დაერიცხა პროცენტი. პერიოდის შემდეგ არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა ეს მოთხოვნა (სესხი და მასზე დარიცხული %) გადასცა რეზიდენტ ფიზიკურ პირს. ახლა შპს-ს სასესხო ვალდებულება აქვს რეზიდენტი ფიზიკური პირის წინაშე. რამდენი პროცენტით უნდა დაბეგროს შპს-მ, როდესაც რეზიდენტ ფიზიკურ პირს გადაუხდის ზემოთ აღნიშნულ სესხზე დარიცხული %-ს? შპს %-ის თანხას უხდის რეზიდენტ ფიზიკურ პირს.

2019/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა