დეველოპერი კომპანიის დაკვეთით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით სამშენებლო ტერიტორიაზე ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, სადაც დასკვნაში მითითებულია შემდეგი სახის 5 ფენა:
1-ლი ფენა – ტექნოლოგიური გრუნტი, სიმძლავრით 1.7 მ წარმოდგენილი ხრეშით და სამშენებლო ნარჩენებით;
მე-2 ფენა – დელუვიური თიხნარი მყარპლასტიკური კონსისტენციის;
მე-3 ფენა – კაჭარ-კენჭნარი ხრეშისა და ქვიშის შემავსებლით, სიმძლავრით 4.8-7.2 მ წყალგაჯერებული;
მე-4 ფენა – საშუალო მარცვლოვანი ქვიშები კენჭების 3-5%-მდე ჩანართებით, სიმძლავრით 3,5-6,5 მ;
მე-5 ფენა – რუხი ფერის, წყალგაჯერებული, წვრილმარცვლოვანი ქვიშები, სიმძლავრით 10.5-14.0 მ.
დეველოპერმა დაიწყო „კატლავანის“ ამოღებითი სამუშაოები, რათა მომზადდეს ნიადაგი მშენებლობის დასაწყებად.
გვაინტერესებს, დეველოპერს აქვს თუ არა უფლება მოახდინოს რეალიზაცია სამშენებლო ტერიტორიაზე ამოღებული მიწის და კენჭოვანი ქვიშის? და თუ კი, სასაქონლო ზედნადებში „საქონლის დასახელებაში“ ზემოთ ნახსენები გეოლოგის დასკვნაში მითითებული ფენების დასახელებით ხომ არ უნდა ჩაიწეროს? მაგალითად: 1-2 ფენა ქვაბულის გრუნტი (ტექნოლოგიური ნარევი მიწა), 3-4-5 ფენა ქვაბულის გრუნტი (კენჭოვანი ქვიშა)?
2) დეველოპერმა რეალიზაციის მიზნით ხომ არ უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას ლიცენზიის ასაღებად?
3) დეველოპერს მიწა და კენჭოვანი ქვიშა გადააქვს შიდა გადაზიდვით დასაწყობების მიზნით სხვა ტერიტორიაზე. გვაინტერესებს, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გატანილი მიწა და კენჭოვანი ქვიშა არ შემოიტანა სამშენებლო ტერიტორიაზე, მაშინ გაჩუქებად ან უსასყიდლო მიწოდებად ხომ არ ჩაითვლება და საგადასახადო სანქცია ხომ არ დაეკისრება დეველოპერს?
სააქციო საზოგადოება ფლობს შვილობილი საწარმოს – შპს-ის 100% წილს, რომლის კაპიტალშიც, შპს-ის დაფუძნებისას, შეიტანა უძრავი ქონება საბაზრო ფასით. ამ უძრავი ქონების საბაზრო ფასი მას შემდეგ არ შეცვლილა, რადგან შპს-ის დაფუძნებიდან მცირე დროა გასული. ამჟამად, სააქციო საზოგადოებას სურს ეს წილი მიყიდოს თავის ერთ-ერთ აქციონერს, აქციების 16%-ის მფლობელ რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამ ქონების ფასად. რა გადასახადებით დაიბეგრება ეს ოპერაცია?
1) თუ შპს იყიდის შენობა-ნაგებობებისაგან თავისუფალ მიწას ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისაგან, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი, როგორ და რა განაკვეთით დაიბეგრება ეს ფიზიკური პირი?
2) როგორც დაიბეგრება შპს, თუ ამ მიწაზე ააშენებს შენობა-ნაგებობებს: ა) საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად; ბ) გასაყიდად?
3) თუ ეს შპს ამ მიწაზე არაფერს გააკეთებს და არც იჯარით გასცემს, მაშინ ხომ არ დაიბეგრება ეს შპს მიწის შესყიდვის ფასიდან სსკ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით?
ფიზიკური პირი „M“ 2017 წლის 25 დეკემბრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს უძრავ ქონებას – საკადასტრო კოდი 72.06.11.426.01.500, ფართი 466,10 კვ.მ. შპს-ს (ს/კ 428884433) იჯარით აქვს აღებული ეს ფართი 2018 წლის 4 აგვისტოდან. შპს ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო ანუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.
მაინტერესებს, რომელი ვარიანტი უფრო მართებული იქნება შემდეგ სიტუაციაში: „M“-მა გაყიდოს ქონება, როგორც ფიზიკურმა პირმა თუ შპს-მ?
თუ როგორც ფიზიკური პირი გაყიდის, როგორ დაიბეგრება? მაგალითად, თუ გაყიდა 500 000 ლარად.
თუ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, მაშინ?
ან თუ შპს-მ გაყიდა, მაგ შემთხვევაში როგორ დაიბეგრება?
საზღვარგარეთ არარეზიდენტზე (ოფშორი არ არის) 2018 წელს გადარიცხული თანხიდან მიღებულია საქონელი, მაგრამ არასრული თანხის. დარჩა ზედმეტად გადარიცხული 200 დოლარი. ამ მიმწოდებელთან შემდგომში გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ამ ეტაპზე ზედმეტობა ფიქსირდება. მაინტერესებს, 200 დოლარიდან რამე ხომ არ მეკისრება გადასახადი ბიუჯეტის წინაშე? ჩვენი ორგანიზაცია „ესტონურ მოდელზეა“ გადასული.
ჩვენმა შპს-მ („ესტონურ მოდელზეა“, დღგ-ის გადამხდელია), შეიძინა მიკროავტობუსი, დაქირავებული თანამშრომლების სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში სატარებლად. მძღოლად ჩვენი თანამშრომელია. მას ამ მომსახურებისათვის ანაზღაურება დაემატება მის ძირითად ხელფასზე.
1) 2017 წლის 1 იანვრის ცვლილება სსკ 101-ე მუხლში რამდენად მიესადაგება ამ სიტუაციას, რომ არ დაიბეგროს საშემოსავლოთი ეს მომსახურება და შესაბამისად, არ გავითვალისწინო სარგებელი თანამშრომლებზე?
2) არც მოგების გადასახადით და არც დღგ-ით არ დაიბეგრება?
3) მძღოლთან დაკავშირებით, მისი დამატებითი დაბეგვრის თემა ხომ არ დგას?
4) საწვავის ჩამოწერა ოდომეტრის ჩვენების მიხედვით შეგვიძლია ისე, რომ არ დავბეგროთ?