ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები: 1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში? 2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე? 3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ? 4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც. ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

დავუშვათ, იურიდიულმა პირმა აიღო სესხი ურთიერთდამოკიდებული არარეზიდენტი პირისაგან იმ დროს, როცა „ესტონური დაბეგვრის მოდელი“ არ მოქმედებდა, თუმცა სესხის აღების მომენტში სახელშეკრულებო საპროცენტო განაკვეთი შეესაბამებოდა იმ დროინდელ საბაზრო განაკვეთს. 2017-2018-2019 წლებში კვლავ გრძელდება ამ სესხით სარგებლობა და თან უკვე ცნობილია, რომ ამ პერიოდების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უკვე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე სახელშეკრულებო. ანუ, „ესტონური მოდელის“ მოქმედების პერიოდში იგივე პირობებით რომ აეღო პირს სესხი, იგი ჩაითვლებოდა ძვირ სესხად და გადახდილი პროცენტები (საბაზროზე გადაჭარბებულ ნაწილში) დაიბეგრებოდა მოგების გადასახადით (სსკ 98 პრიმა 1 მუხლის მე-4 ნაწილით). ის გარემოება, რომ ეს სესხი პირს აღებული აქვს „ესტონურ მოდელზე“ გადასვლამდე პერიოდში და თან ისე, რომ მაშინ განაკვეთი საბაზრო იყო – დამიცავს 2017 წლის შემდგომ პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრისგან, თუკი იგივე სახელშეკრულებო განაკვეთით დავარიცხავ და გადავუხდი პროცენტებს არარეზიდენტს?

2019/08
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

შპს-ს 100%-იანი დამფუძნებელი არის სხვა შპს, რომელიც თავის დაფუძნებულ შპს-ს რეგულარულად ურიცხავს თანხებს. დანიშნულებაში ვუთითებთ „დამფუძნებლის შენატანს“. ეს სწორია? რა საგადასახადო რისკი შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?

2019/07
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს-მ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაურიცხა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმის თანხა (შპს დაჯარიმებული იყო). დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ პირობების მიხედვით. როგორი იქნება მისი ბუღალტრული გატარება? დაბეგვრა თუ არის საჭირო?

2019/07
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს ნიმუშად მივაწოდეთ ჩვენი პროდუქცია. მოგების გადასახადით და დღგ-ით უნდა დავბეგროთ?

2019/07
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს არის ლომბარდი (იპოთეკურ სესხებს გასცემდა). მას ერთი წელია აღარ გაუცია სესხი (მხოლოდ ამოღებაზე მუშაობს) და 2019 წლის აპრილის თვეში უკვე 20-მდე ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება ორგანიზაციის მიმართ დარჩენილი. 1) „ესტონურ მოდელზე“ უნდა გადავიდეს თუ არა, და თუ უნდა გადავიდეს, რომელი რიცხვიდან? 2) ასევე ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, არის ასეთი სიტუაცია: ხარჯების შემცირების მიზნით, დამფუძნებლებისგან (ორი ფიზიკური პირია, არ არიან მეწარმედ რეგისტრირებულნი) უპროცენტო სესხი აიღო ამ შპს-მ და მოზიდული პროცენტიანი სახსრები გაისტუმრა. უპროცენტო სესხთან დაკავშირებით, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა?

2019/07
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა