ძებნის შედეგად ნაპოვნია 285 შედეგი

წარმოვადგენთ სააქციო საზოგადოებას. რამდენიმე წლის წინ გაწეული გვქონდა ხარჯი საწარმოო კორპუსში ოფისის მშენებლობისთვის და შემდეგ შეჩერდა ეს პროექტი. თუმცა, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე დაგვრჩა 21600 ლარი. შარშან (2018 წელს) გადაწყვიტეს ამ ადგილას დამხმარე მასალების საწყობის გაკეთება, რაზეც შედგა ცალკე პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. რა ვუყოთ ამ 21600 ლარს, როგორ ჩამოვწეროთ? ადრე გაწეული ხარჯი ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა.

2019/03
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის ზედმეტობა გავატარეთ: დებეტი 1600 კრედიტი 8190. ზედმეტობა უნდა აისახოს მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციაში?

2019/03
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს დაჯარიმდა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთის დანაგვიანების გამო (ნაკვეთი განკუთვნილია მომავალში სასაწყობე ფართისთვის). გვაინტერესებს, ჯარიმის თანხა დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?

2019/03
მოგების გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015 წლების დივიდენდები, თანხით ვთქვათ X ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხულია და შესაბამისად გადახდილია მოგების გადასახადი, თანხით ვთქვათ Y ლარი. მაინტერესებს ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები და საგადასახადო ვალდებულებები.

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა

შპს X-მა აიღო ბანკიდან სესხი, რათა გაასესხოს თანხა შპს Y-ზე (შპს Y-ს კავშირი არა აქვს შპს X-თან, სრულიად სხვა კომპანიაა). 1) რა საგადასახადო ვალდებულებები მექმნება ამ დროს და რამდენი პროცენტით უნდა გავცეთ თანხა შპს Y-ს? 2) შემოსავალში როგორ უნდა ავიღო თანხა? გთხოვთ ამომწურავად მიპასუხოთ და მიმითითოთ შესაბამისი გატარებები.

2019/03
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ გადასულ შპს-ს. მიმწოდებლებისაგან შესყიდვის ჩეკების ნაწილი დაკარგულია. ვაპირებთ გავატაროთ მათი გადახდა და რადგან გადახდის საბუთი არ მაქვს, დავბეგროთ მოგების გადასახადით. სწორია ეს თუ არა?

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა