ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

შპს-მ ისესხა არარეზიდენტი იურიდიული პირისგან თანხა, რაზეც მას დაერიცხა პროცენტი. პერიოდის შემდეგ არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა ეს მოთხოვნა (სესხი და მასზე დარიცხული %) გადასცა რეზიდენტ ფიზიკურ პირს. ახლა შპს-ს სასესხო ვალდებულება აქვს რეზიდენტი ფიზიკური პირის წინაშე. რამდენი პროცენტით უნდა დაბეგროს შპს-მ, როდესაც რეზიდენტ ფიზიკურ პირს გადაუხდის ზემოთ აღნიშნულ სესხზე დარიცხული %-ს? შპს %-ის თანხას უხდის რეზიდენტ ფიზიკურ პირს.

2019/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ა(ა)იპ, რომელიც საგადასახადოს მიერ აღიარებულია საქველმოქმედო ორგანიზაციად, პარალელურად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობასაც. 2018 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ მიიღო შემოწირულობა 200000 ლარის ოდენობით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობიდან 100000 ლარი შემოსავალი. ამ შემოსავალთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 30000 ლარი. საქველმოქმედო მიზნებისათვის დაიხარჯა 265000 ლარი. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის დასაბეგრი მოგება 70000 ლარია, თუ 5000 ლარი?

2019/04
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ სააქციო საზოგადოებას. რამდენიმე წლის წინ გაწეული გვქონდა ხარჯი საწარმოო კორპუსში ოფისის მშენებლობისთვის და შემდეგ შეჩერდა ეს პროექტი. თუმცა, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე დაგვრჩა 21600 ლარი. შარშან (2018 წელს) გადაწყვიტეს ამ ადგილას დამხმარე მასალების საწყობის გაკეთება, რაზეც შედგა ცალკე პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. რა ვუყოთ ამ 21600 ლარს, როგორ ჩამოვწეროთ? ადრე გაწეული ხარჯი ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა.

2019/03
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მშენებლობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი საქონლის ზედმეტობა გავატარეთ: დებეტი 1600 კრედიტი 8190. ზედმეტობა უნდა აისახოს მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციაში?

2019/03
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს დაჯარიმდა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ კუთვნილი მიწის ნაკვეთის დანაგვიანების გამო (ნაკვეთი განკუთვნილია მომავალში სასაწყობე ფართისთვის). გვაინტერესებს, ჯარიმის თანხა დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?

2019/03
მოგების გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015 წლების დივიდენდები, თანხით ვთქვათ X ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე დარიცხულია და შესაბამისად გადახდილია მოგების გადასახადი, თანხით ვთქვათ Y ლარი. მაინტერესებს ამ ოპერაციის ბუღალტრული გატარებები და საგადასახადო ვალდებულებები.

2019/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
დივიდენდები
პასუხის ნახვა