ინდმეწარმის საკუთრებაში არსებული სავენახე მიწების გაწმენდის შედეგად, ბევრი ქვა გროვდება, რომლებიც გასატანია, ისე ვენახებს ვერ დავამუშავებთ. ამ მიზნით, ქვის ამკრეფი მოწყობილობაც კი ვიყიდეთ. გასატანი ქვა დაგროვდა დიდი ოდენობით, 100 მანქანა მაინც იქნება. რომ გავყიდოთ ან გავაჩუქოთ, გვაქვს ამის უფლება? ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში ხომ არ ჩაგვეთვლება?
რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა წილი კომპანიაში (საქართველოს შპს-ში), რის შემდეგ ძველი დამფუძნებლისაგან (ასევე რეზიდენტი ფიზიკური პირისგან) ამ კომპანიაზე გაცემული უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლებაც გადმოიფორმა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
მაინტერესებს, რა საგადასახადო რისკები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქციას (კომპანიიდან უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლების დათმობას)?
კომპანიას ჰყავს ერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი. დამფუძნებელმა სალაროში შემოიტანა ნაღდი ფული 2020 წლის იანვარში, 900000 ლარი. ეს თანხა ვაჩვენეთ როგორც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემოტანა. ამ თანხით მოხდა უძრავი ქონების შეძენა. კომპანია ამ ქონებას აქირავებს სხვადასხვა კომპანიებზე.
კომპანიის დირექტორს (დამფუძნებლის შვილი) სალაროდან გააქვს ნაღდი თანხა. სალაროდან თანხის გასვლა გვინდა ავსახოთ როგორც კაპიტალის შემცირება.
ასეთი ოპერაცია რამდენად კორექტულია? რამე პრობლემა ხომ არ წარმოგვექმნება?
ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება.