ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

საწარმოს მომსახურებას უწევდა დისტრიბუტორი ზეპირი შეთანხმებით. თანხას ვურიცხავდით ხოლმე სამ ტოლ ნაწილად და დანიშნულებაში ეთითებოდა: ფართის იჯარა, ტრანსპორტის იჯარა და მომსახურების ანაზღაურება. ფართის იჯარას საპენსიოს არ ვარიცხავთ, მაგრამ ავტომანქანაზე იჯარა გამოდის თუ სატრანსპორტო მომსახურება? თვითონვე ზის მძღოლად.

2024/08
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

კომპანია საკუთარი თანამშრომლებისთვის მომხმარებლებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მისასვლელად იყენებს ტაქსის კომპანიის სერვისს (მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში), რომლისგანაც ყოველი თვის ბოლოს იღებს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასა და დეტალურ ინვოისს გამოყენებულ სერვისზე. იმავდროულად, თანამშრომლები ყოველ ჯერზე ადგენენ შესაბამის აქტს, სადაც აღწერენ, რომელ კომპანიაში იყვნენ შეხვედრა/პრეზენტაციაზე, შეხვედრის მიზანს და ადასტურებენ აღნიშნულს ხელმოწერით. შეუძლია თუ არა კომპანიას ტაქსის კომპანიის მომსახურება გაატაროს როგორც ხარჯი, თუ უნდა ჩათვალოს თანამშრომლის სარგებლად და დაბეგროს საშემოსავლო გადასახადით?

2024/08
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

ორმაგი მოქალაქე (საქართველო, ისრაელი) ამჟამად მუშაობს ისრაელში, ექიმი-რადიოლოგია. მას უნდა საქართველოში დაბრუნება და საქართველოდან ონლაინ-მუშაობა ისრაელში, როგორც რადიოლოგს. მას აქვს არჩევანი: დარჩეს ისრაელში რეზიდენტად, თუ დარეგისტრირდეს საქართველოში როგორც გადამხდელი ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და აქ გადაიხადოს, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ, ვიდრე ისრაელში გადასახადი. შემოსავალი ექნება წელიწადში 100000 ლარზე მეტი და რა პროცენტის გადახდა მოუწევს? ანუ ამ არჩევანის წინაშეა და უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

2024/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შეიძლება თუ არა, რომ შპს-ში არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირის სესხიდან წარმოშობილი საპროცენტო დავალიანება ამ დამფუძნებლის მიერ (წილის 100%-ის მფლობელია) შეტანილ იქნას ამ შპს-ის საწესდებო კაპიტალში?

2024/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად (ყოველთვიურად) ურიცხავს დახმარებას ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენს, რასაც ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით. ეს დახმარება სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც უნდა დავბეგროთ? ამ სპორტსმენთან არანაირი ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს. 2) თუ უნდა დავბეგროთ და არ დავბეგრავთ, რა საჯარიმო სანქცია გვემუქრება საპენსიო სააგენტოს მხრიდან?

2024/06
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
რეკლამა და მარკეტინგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

2021 წელს დაბეგვრის „ესტონურ“ მოდელზე მყოფმა სამშენებლო კომპანიამ ისესხა თანხა ურთიერთდამოკიდებული, გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირისგან. სესხის ხელშეკრულების პირობით მომდევნო სამი წლის განმავლობაში სესხი დაბრუნდება სრულად (პროცენტებთან ერთად) ან დაბრუნდება შერეული სახით – ნაწილი დაბრუნდება თანხით, ნაწილი კი აშენებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით. ეს ხდომილება დამოკიდებულია მომავალში მსესხებელი კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებზე. კონტრაქტში ასევე დაფიქსირებულია, რომ თუკი სესხის ნაწილი დაბრუნდება ქონების გადაცემით, მაშინ ქონების ფასი იქნება 120$ და ეს ფასი 2021 წელს (გარიგების დადებისას) არის ამ ქონების საბაზრო ფასი, თუმცა 2024 წელს ამგვარი ქონების საბაზრო ფასი უკვე გაზრდილია და შეადგენს 200$-ს. 2024 წელს სესხის ნაწილი დაბრუნდა თანხობრივად, ნაწილი კი – ქონების საკუთრებაში გადაცემით. ამ ვითარებაში: 1) რამდენად მაღალია რისკი ქონების გადაცემით დაბრუნებული სესხის ნაწილი თავიდანვე (2021 წელში) ჩაითვალოს მიღებულ ავანსად და დაიბეგროს დღგ-ით? და რა თანხიდან, 120$-დან? 2) თუკი დავასაბუთებთ, რომ 2021 წელს ეს არ ყოფილა ავანსი, რადგან არ იყო ცალსახად დათქმული პირობა (დავუშვათ, რომ ეს რამენაირად ავხსენით), მაშინ 2024 წელს, როცა ბინა გადაფორმდა, რა თანხიდან უნდა დაიბეგროს ეს ოპერაცია დღგ-ით? 120$-იდან თუ 200$-დან? ან შეიძლება 120$-ში უნდა გაიქვითოს, მაგრამ 200$-დან უნდა დაიბეგროს (ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებაა)?

2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა