ძებნის შედეგად ნაპოვნია 203 შედეგი

1) გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საწესდებო კაპიტალის გაზრდის/შემცირების ოქმები აიტვირთოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე? 2) პორტალზე აუტვირთავი, საწესდებო კაპიტალის შემცირების ოქმის თანახმად დამფუძნებლისათვის გაცემული თანხა ხომ არ იყო დასაბეგრი?

2022/11
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ჩვენს კომპანიაში არის ასეთი სიტუაცია: - მოქმედ მანქანებზე გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ხარჯვის ლიმიტები; - რეალური ხარჯი თვის ჭრილში აღემატება ამ დადგენილ ლიმიტს; - ერთ შემთხვევაში, ერთ მანქანაზე საწვავი საკმარისი არაა ლიმიტის მიხედვით (ეტყობა, მძღოლი დამატებით ასხამს, თუმცა არ ადასტურებს). 1) ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს კომპანია სხვაობებზე? ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანების თანახმად მანქანის ვადიანობის მიხედვით დადგენილი ცდომილებებით (20% და 25%) შეუძლიათ ისარგებლონ? და თუ ხარჯვა ამაზე მეტია, სხვაობა დღგ-ით და საშემოსავლოთი დაბეგრონ? 2) არასაკმარისი საწვავის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ?

2022/10
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
პასუხის ნახვა

რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც ერთ-ერთ შპს-ში ფლობს წილის 70%-ს, სურს გაიტანოს თავისი წილი უძრავ-მოძრავი ქონების სახით და შეიტანოს სხვა შპს-ის კაპიტალში, სადაც თვითონ არის 100% წილის მფლობელი. თუ არის ეს შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს? რა გადასახადები დაეკისრება?

2022/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

2021 წლის ივლისში ფიზიკურმა პირმა გააფორმა შპს-სთან ხელშეკრულება ამ შპს-ისთვის სარემონტო მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც დამთავრდება 2022 წლის დეკემბერში მიღება-ჩაბარების აქტით. შუალედურ მიღება-ჩაბარებებს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. ფიზიკური პირი 2021 წლის ნოემბერში გახდა ინდმეწარმე და დღგ-ის გადამხდელი, ხოლო 2022 წლის 1 თებერვლიდან მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი. 1) 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის საავანსო ჩამორიცხვებზე რომელი მხარეა დღგ-ის გადამხდელი, როდის უნდა მოხდეს დეკლარირება? 2) 2022 წლის იანვარში აქვს საავანსო ჩამორიცხვა. ამ თვეზე უნდა წარადგინოს ამ მეწარმემ 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია? და თუ კი, რა თანხაზე? 3) 2022 წლის თებერვლიდან აქვს საავანსო ჩამორიცხვები. ეს ავანსები უნდა ასახოს მცირე ბიზნესის ყოველთვიურ დეკლარაციებში? თუ უნდა დაელოდოს მიღება-ჩაბარების აქტს და 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე მიღებულ მთელს თანხაზე წარადგენს დეკლარაციას 2023 წლის იანვარში და დაბეგრავს 1%-ით?

2022/09
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებაზე თუ არის რაიმე სახის გადასახადი?

2022/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ინვესტიციები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას? გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა