ძებნის შედეგად ნაპოვნია 203 შედეგი

გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან: 1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი? 2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია. დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).

2022/08
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირადღირებული ტექნიკის (მათ შორის, რელიკვიური და ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების) რესტავრაცია. მას საკუთარი სამუშაო ფართობი არ აქვს და ამ საქმიანობას ყოველთვის კლიენტების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული საქმიანობაში ჩართულია ასევე მისი მეუღლე, რომელიც დამხმარე ფუნქციებს ასრულებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ინდმეწარმეს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიბეგროს 1%-ით?

2022/08
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

გვაქვს ასეთი ოპერაციები: 1) ჩვენი კომპანიის ინჟინრებმა რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება და აიღეს ჯანმრთელობის ცნობები, რომლის ღირებულება გადაიხადა კომპანიამ. 2) GDP სტანდარტების შემოღების ფარგლებში ორ თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ღირებულება 850 ლარია დღგ-ის ჩათვლით. 3) საწყობის რიგით თანამშრომელს დავუფინანსეთ ფარმაციის შემსწავლელი კურსი. სერტიფიკატის აღების შემთხვევაში ის გადაკვალიფიცირდება ფარმაცევტად (GDP) და იმუშავებს ჩვენი კომპანიის საწყობში ფარმაცევტად. ყველა ეს შემთხვევა განვიხილოთ თანამშრომლების სარგებლად და დავარიცხოთ საშემოსავლო გადასახადი?

2022/07
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

არარეზიდენტი (აშშ) კომპანია, რომელსაც საქართველოში არ აქვს მუდმივი დაწესებულება, საქართველოში უკვეთავს სარეკლამო-მარკეტინგულ მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მომსახურებას შეასრულებს საქართველოს ტერიტორიაზე. თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად. როგორ დაიბეგრება საქართველოს რეზიდენტი პირი? განსახილველია ორი შესაძლო შემთხვევა: 1) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც ამ მომსახურების გაწევისთვის ქირაობს საქართველოს რეზიდენტ არამეწარმე ფიზიკურ პირს (პირობითად, უხდის მას „ხელზე“ 100 აშშ დოლარს); 2) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი არამეწარმე ფიზიკური პირი.

2022/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
შრომითი
პასუხის ნახვა

მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს და სამშენებლო მასალების შეძენა-მიწოდებას. ყველა პირადი და სამეწარმეო ხარჯიც და შემოსავალიც აისახება საბანკო პლასტიკურ ბარათზე, რის გამოც იძულებული გავხდი შემომეღო მეწარმის განკარგულებაში დარჩენილი შემოსავლის – 5310 ანგარიში, საიდანაც აღვრიცხავ პირადი ხარჯების გაწევას, მაგალითად, ხარჯებს საკუთარი სახლის მშენებლობისთვის, კომუნალურ გადასახადებს, ნივთების შეძენას დ-ტი 5310 კ-ტი 1210 – პირადი ხარჯების სახელით და ჯამური თანხით. აქ პირადი ხარჯების გაწევა ხომ არ გამოიწვევს საგადასახადო დაბეგვრას? მეწარმე ფიზიკური პირი უარზეა გახსნას სხვა ანგარიში.

2022/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა