ძებნის შედეგად ნაპოვნია 241 შედეგი

ვცდილობ გონივრული ნაშთი გამოვიყვანო თვეების მიხედვით. „ბ“ და „ე“ პუნქტები მაინტერესებს: „საკასო ხარჯი – სალაროდან გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც: ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად; ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი“ – უსაბუთო გაცემები ხელფასად და დივიდენდად რომ მაქვს ნაჩვენები, ეგენიც შედის? „გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ №8 დანართის შესაბამისად, ჩაითვალა ანაზღაურებულად; დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის; ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით“ – უსაბუთო ან არამიზნობრივი ხარჯი რომ დავბეგრეთ, ეგეც გაითვალისწინება საკასო ხარჯში?

2023/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სასტუმროში (დღგ-ის გადამხდელი შპს) არსებულ სტუმრებს კეთილგანწყობისთვის ზოგჯერ ვუგზავნით საჩუქრებს (მაგალითად, რაღაცით უკმაყოფილო კლიენტებს): ღვინო, ჩურჩხელა, ნამცხვრები (ადგილზე წარმოებული). რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ აღნიშნული მიწოდება და რა ფასით? დღგ შეძენილ საქონელზე/ნედლეულზე ჩათვლილია.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

თბილისში ერთ-ერთ ინდმეწარმე, არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირთან ინახება ჩვენი შპს-ის კუთვნილი საქონლის ნაწილი, რაშიც თანხას არ ვიხდით. გვსურს, რომ ამ ინდმეწარმესთან უსასყიდლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს თვითონ ინდმეწარმისთვის ხომ არ შექმნის რამე პრობლემას?

2023/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
პასუხის ნახვა

რამდენად მისაღებია, საგადასახადო კუთხით, შპს-ის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, მის მიერ საქართველოში წარმოებული ერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წლის მანძილზე, თვეგამოშვებით, სხვადასხვა ფასში მიჰყიდოს ამ შპს-ს?

2023/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

თანამშრომელმა უცხოური ვებგვერდიდან უნდა გამოიწეროს საქონელი თავის სახელზე (საქონელი დღგ-ით არ იბეგრება). საქონლის განბაჟების შემდეგ, ჩვენმა შპს-მ უნდა შეიძინოს ის თანამშრომლისგან. რამე ვალდებულება გვეკისრება ასეთ შემთხვევაში? საქონელს შევიძენთ შესყიდვის/ჩამოტანის ღირებულებით.

2023/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს-ს აქვს ელექტრო ავტომანქანა (ელექტრომობილი), რომელსაც იყენებს დირექტორი. პირადი მოხმარების შემთხვევების გამო, გვინდა, რომ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით. ელექტროენერგიას რას მოიხმარს პირადი მიზნით გამოყენებისას, ვერ გავმიჯნავთ. რა გადასახადის განაკვეთით უნდა დავბეგროთ ამ ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენება?

2023/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა