ძებნის შედეგად ნაპოვნია 258 შედეგი

2022 წლის ივლისში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „G“-მ შპს „H“-ზე გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღაურად მიიღო X აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული თანხა მოიცავდა როგორც ფულად ნაწილს (Y აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში), ასევე ბარტერის სახით გადმოცემულ დასრულებულ უძრავ ქონებებს (სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი საცხოვრებელი ფართი საკადასტრო კოდებით ------) და გაყიდულ ტერიტორიაზე ასაშენებელ კორპუსში სამომავლო ფართებზე მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული ქონებების შპს „G“-ისთვის საკუთრებაში გადმოცემა განხორციელდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 2022 წლის ივნისში გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით გადმოსაცემი უძრავი ქონებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა Z აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული ფართების გადმოცემის შემდეგ შპს „H“-მა წარუდგინა შპს „G“-ს შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა განხორციელებულ მიწოდებაზე. 2022 წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებები საკუთრებაში გადაეცათ შპს „G“-ის ორ დამფუძნებელს და საწესდებო კაპიტალის 14-14 პროცენტის მფლობელებს მათ მიერ მისაღები წილების შესაბამისად შუალედური დივიდენდის სახით, N აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში თითოეულზე. აღნიშნული უძრავი ქონებების დივიდენდის სახით გაცემისას განხორციელდა მისაღები წილების შესაბამისად განსაზღვრული თანხების შესაბამისი მოგების გადასახადის 15% და დივიდენდის გადასახადის 5%-ის გადახდა ბიუჯეტში. დივიდენდების მიღების შემდეგ, ამ პარტნიორებმა გაასხვისეს თავიანთი წილები სხვა პირებზე. გთხოვთ გვაცნობოთ: 1) რამდენად აკმაყოფილებს ჩვენ მიერ აღნიშნული ტრანზაქციები საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; და 2) საჭირო იყო თუ არა შუალედური დივიდენდის სახით უძრავი ქონებების გადაცემისას აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა?

2023/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
დივიდენდები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

თანამშრომელმა ბათუმში მივლინებაში გასამგზავრებლად აიღო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი. უნდა დაიბეგროს ფასის სხვაობა საშემოსავლო გადასახადით? პირველი კლასის ბილეთი ეკონომკლასზე თითქმის ორჯერ მეტი ღირს.

2023/09
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

რაიონში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქი (შპს), რომელიც მხოლოდ მედიკამენტებით ვაჭრობს, ყიდის მის საკუთრებაში მყოფ შენობას, რომელშიც ეს აფთიაქი ფუნქციონირებს, დირექტორზე (ან მასთან დაახლოებულ ფიზიკურ პირზე). გაყიდვა იგეგმება დაახლოებით 90000 ლარად. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა?

2023/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ქარხანაში, ერთ თვეში შეძენილი მედიკამენტები 107 ლარის ღირებულებით (ინახება ლაბორატორიის ოთახში), რომლის უმრავლესობა პირველადი დახმარების არ არის, ხომ არ უნდა დაიბეგროს? ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, პირდაპირ ხარჯში მიმქონდა.

2023/07
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

შპს-ის მიერ არარეზიდენტი, არადაქირავებული ფიზიკური პირისთვის ნაჩუქარი თანხა, რომელიც 1000 ლარს აღემატება, როგორ დაიბეგრება?

2023/07
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ვარ სამედიცინო ცენტრის (შპს) დირექტორი და 100% წილის მფლობელი მესაკუთრე. სამედიცინო ცენტრი ახლახან გადმოვიდა ახალ მისამართზე, არაკომერციულ ფართში, რომლის მესაკუთრეც ვარ მე, როგორც ფიზიკური პირი. ვარ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რამე დამატებითი საგადასახადო სტატუსის გარეშე. 1) მსურს სამედიცინო ცენტრს არ გადავახდევინო ქირა, რომ მას არ წარმოეშვას დამატებითი ხარჯი და არსებული ფინანსური რესურსი სხვა ხარჯის დასაფარად გამოიყენოს. მაქვს თუ არა ამის უფლება და რომელი კანონის შესაბამისად? 2) კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში, რომ ამ გადაწყვეტილებამ კომპანიისთვის ან ჩემთვის არ გამოიწვიოს რაიმე არასასურველი შედეგები მომავალში? 3) ახალ ფართში კომპანიის განთავსების შემდეგ, ჩვენმა ბუღალტერმა პორტალზე www.rs.ge განაახლა ინფორმაცია კომპანიის შესახებ და შეცვალა ფაქტიური მისამართი ახალი მისამართით. გრაფაში „ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ“ მიუთითა, რომ კომპანია ახალ მისამართზე არის იჯარით და რომ მეიჯარე ვარ მე (ჩემი პირადი ნომერი). კიდევ რამე ხომ არ უნდა შევცვალოთ ამ პორტალზე სადმე, მის რომელიმე პუნქტში? 4) რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხიდან გამომდინარე საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ცალკე კომპანიამ და ცალკე მე, როგორც ფიზიკურმა პირმა?

2023/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა