2021 წლის ივლისში ფიზიკურმა პირმა გააფორმა შპს-სთან ხელშეკრულება ამ შპს-ისთვის სარემონტო მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც დამთავრდება 2022 წლის დეკემბერში მიღება-ჩაბარების აქტით. შუალედურ მიღება-ჩაბარებებს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. ფიზიკური პირი 2021 წლის ნოემბერში გახდა ინდმეწარმე და დღგ-ის გადამხდელი, ხოლო 2022 წლის 1 თებერვლიდან მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი.
1) 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის საავანსო ჩამორიცხვებზე რომელი მხარეა დღგ-ის გადამხდელი, როდის უნდა მოხდეს დეკლარირება?
2) 2022 წლის იანვარში აქვს საავანსო ჩამორიცხვა. ამ თვეზე უნდა წარადგინოს ამ მეწარმემ 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია? და თუ კი, რა თანხაზე?
3) 2022 წლის თებერვლიდან აქვს საავანსო ჩამორიცხვები. ეს ავანსები უნდა ასახოს მცირე ბიზნესის ყოველთვიურ დეკლარაციებში? თუ უნდა დაელოდოს მიღება-ჩაბარების აქტს და 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე მიღებულ მთელს თანხაზე წარადგენს დეკლარაციას 2023 წლის იანვარში და დაბეგრავს 1%-ით?
ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას?
გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.
გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან:
1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი?
2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია.
დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?
2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).
ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირადღირებული ტექნიკის (მათ შორის, რელიკვიური და ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების) რესტავრაცია. მას საკუთარი სამუშაო ფართობი არ აქვს და ამ საქმიანობას ყოველთვის კლიენტების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული საქმიანობაში ჩართულია ასევე მისი მეუღლე, რომელიც დამხმარე ფუნქციებს ასრულებს.
შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ინდმეწარმეს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიბეგროს 1%-ით?