ძებნის შედეგად ნაპოვნია 254 შედეგი

გვაქვს ასეთი ოპერაციები: 1) ჩვენი კომპანიის ინჟინრებმა რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება და აიღეს ჯანმრთელობის ცნობები, რომლის ღირებულება გადაიხადა კომპანიამ. 2) GDP სტანდარტების შემოღების ფარგლებში ორ თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ღირებულება 850 ლარია დღგ-ის ჩათვლით. 3) საწყობის რიგით თანამშრომელს დავუფინანსეთ ფარმაციის შემსწავლელი კურსი. სერტიფიკატის აღების შემთხვევაში ის გადაკვალიფიცირდება ფარმაცევტად (GDP) და იმუშავებს ჩვენი კომპანიის საწყობში ფარმაცევტად. ყველა ეს შემთხვევა განვიხილოთ თანამშრომლების სარგებლად და დავარიცხოთ საშემოსავლო გადასახადი?

2022/07
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

არარეზიდენტი (აშშ) კომპანია, რომელსაც საქართველოში არ აქვს მუდმივი დაწესებულება, საქართველოში უკვეთავს სარეკლამო-მარკეტინგულ მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მომსახურებას შეასრულებს საქართველოს ტერიტორიაზე. თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად. როგორ დაიბეგრება საქართველოს რეზიდენტი პირი? განსახილველია ორი შესაძლო შემთხვევა: 1) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც ამ მომსახურების გაწევისთვის ქირაობს საქართველოს რეზიდენტ არამეწარმე ფიზიკურ პირს (პირობითად, უხდის მას „ხელზე“ 100 აშშ დოლარს); 2) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი არამეწარმე ფიზიკური პირი.

2022/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
შრომითი
პასუხის ნახვა

მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს და სამშენებლო მასალების შეძენა-მიწოდებას. ყველა პირადი და სამეწარმეო ხარჯიც და შემოსავალიც აისახება საბანკო პლასტიკურ ბარათზე, რის გამოც იძულებული გავხდი შემომეღო მეწარმის განკარგულებაში დარჩენილი შემოსავლის – 5310 ანგარიში, საიდანაც აღვრიცხავ პირადი ხარჯების გაწევას, მაგალითად, ხარჯებს საკუთარი სახლის მშენებლობისთვის, კომუნალურ გადასახადებს, ნივთების შეძენას დ-ტი 5310 კ-ტი 1210 – პირადი ხარჯების სახელით და ჯამური თანხით. აქ პირადი ხარჯების გაწევა ხომ არ გამოიწვევს საგადასახადო დაბეგვრას? მეწარმე ფიზიკური პირი უარზეა გახსნას სხვა ანგარიში.

2022/06
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ მესაკუთრე სამშენებლო კომპანია ვალდებულია და ფიზიკურ პირს აქვს უფლება მიიღოს X კვ.მ. ფართი და ავტოსადგომი (მშენებარე შენობა მოიცავს საოფისე და კომერციულ ფართებს, შეიძლება მოხდეს პროექტის გადაკეთება და შენობა გადაკეთდეს საცხოვრებელ ფართებად). აღვნიშნავ, რომ ეს უფლება ფიზიკურ პირს აქვს ორ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ფიზიკური პირი აპირებს გაყიდოს ეს მოთხოვნა, შესაძლებელია მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. გვაინტერესებს: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი (კერძოდ, შეეხება თუ არა დღგ და საშემოსავლო გადასახადი) და ეს მიწოდება განიხილება, როგორც მატერიალური აქტივის, თუ როგორც არამატერიალური აქტივის მიწოდება? 2) თუკი ფიზიკური პირი დაელოდება მშენებლობის დასრულებას (ვგულისხმობ ეტაპს, როცა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არა უფლების მიმღებად, არამედ მესაკუთრედ უკვე ფიზიკური პირი იქნება) და შემდეგ მოახდენს საკუთრებაში არსებული ფართების გაყიდვას, ხომ არ ექნება შეღავათები გადასახადების კუთხით?

2022/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არამატერიალური აქტივები
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

„აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ №2(266)-ში, გვ. 39, დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე გაცემულია პასუხი, რომ თუ მემკვიდრეობით ბინის მიღებიდან ჯერ არ არის გასული 2 წელი, მაშინ ფიზიკური პირი შეიძლება დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით ამ ბინის გაყიდვისას, თუ ამ დროს წარმოიშობა აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“. სსკ 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „4. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება: ა1) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი“. აღნიშნული ჩანაწერი ხომ არ გულისხმობს, რომ ფიზიკური პირისთვის, რომელსაც გადაეცა მემკვიდრეობით ბინა, ამ დროს გასათვალისწინებელია მამკვიდრებლის მფლობელობაში არსებული პერიოდიც?

2022/04
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია პერიოდულად ახორციელებს საწარმოს თანამშრომლებზე დამდგარი (ჯანმრთელობა და სხვა) ზიანის ანაზღაურებას. საწარმო, მისი თანამშრომლებიდან გამომდინარე, სადაზღვევოში ახდენს 2 სახის გადარიცხვას, კერძოდ: 1. თანამშრომლის დარიცხული ხელფასიდან ხდება გარკვეული თანხის ჩამოჭრა (იბეგრება გადახდის წყაროსთან), რომელსაც გადარიცხავს საწარმო სადაზღვევო კომპანიაში (პირობითად დარიცხული ხელფასი უდრის 1250 ლარს); 2. თანამშრომლის სასარგებლოდ (გარდა ხელფასისა) საწარმო საკუთარი სახსრებიდან სადაზღვევოში რიცხავს თანხებს, რაც იბეგრება გადახდის წყაროსთან. გარკვეულ პერიოდებში საწარმოს მიერ ვერ ხერხდება სადაზღვევოში თანხის სრული ან/და ნაწილობრივ გადახდები. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული გარემოება მოიცავს სრულ, ან არასრულ საანგარიშო თვეს ან/და ერთდროულად 2-თვიან საანგარიშო პერიოდს. 1) როდის აქვს საწარმოს, როგორც საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან დაკავების საგადასახადო ვალდებულება? ა) მიუხედავად სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხებისა, თვის ბოლო დღეს, როგორც სსკ 154-ე მუხლის მიხედვით თანამშრომლებზე არაფულადი სახით განაცემი? თუ ბ) სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხების მიხედვით? მაგალითად, ვთქვათ, 2021 წლის 10 მარტს, დამქირავებლის მიერ დაზღვეულ იქნა თანამშრომელი. ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს: ა) არაუგვიანეს იმავე საანგარიშო პერიოდის (მარტი) ბოლო დღისა; ბ) არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის (აპრილი) 10 რიცხვისა. ორივე შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ანაზღაურებულ იქნა 8 აპრილს. როდის დგება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირების ვალდებულება და რა თანხის ოდენობაზე (ანუ, თუ ჩაითვლება, რომ დაქირავებულ პირზე გადაცემული სარგებელია, უნდა მოხდეს ე.წ. „აგროსვა“)? 2) შენიშვნა: სსკ-ის 101-ე მუხლის („ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები“) მე-2 ნაწილის „თ“ პუნქტი („დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა“) ხომ არ გულისხმობს, რომ სადაზღვევო თანხის გადახდის შემთხვევაში გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მოხდება მხოლოდ გადახდილი თანხების მიხედვით და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა გადახდა? შესაბამისად, ყოველი თვის ბოლო რიცხვში სადაზღვევო კომპანიაში გადასახდელი (დარიცხული) სადაზღვევო თანხა არ ჩაითვლება როგორც თანამშრომელზე გადაცემული სარგებელი. აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, სადაზღვევო ორგანიზაციაში გადახდილია თუ არა ყოველთვიური ფიქსირებული თანხა, თანამშრომელს აქვს უფლება მაინც ისარგებლოს დაზღვევით ნებისმიერ დროს.

2022/03
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
შრომითი
პასუხის ნახვა