ძებნის შედეგად ნაპოვნია 262 შედეგი

დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იჯარით აიღო კომერციული ფართი არაურთიერთდამოკიდებული დღგ-ის არაგადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან. საიჯარო კონტრაქტში მითითებულია, რომ „მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება 2021 წლის 25 ნოემბრიდან“, თვითონ საიჯარო ხელშეკრულება კი გაფორმებულია 24.09.2021-ში. კონტრაქტში ასევე წერია, რომ „ქონება იჯარით გამოსაყენებლად ვარგისია, მაგრამ საჭიროა განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები, რომელსაც უზრუნველყოფს „მოიჯარე“. კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში უნდა გაფორმდეს „საიჯარო ქონების“ სრულად გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი. კონტრაქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საიჯარო ყოველთვიური ფასი ფიქსირებულია და უცვლელია. ანუ, კონტრაქტის აზრი ისაა, რომ მოიჯარე როცა გაარემონტებს და მოაწესრიგებს საიჯარო ქონებას თავისი მიზნების შესაბამისად, მერე მოხდეს იჯარის საფასურის გადახდების დაწყებაც. თუმცა, გარდა ზემოთ მოყვანილი წინადადებებისა, კონტრაქტში ამაზე მეტი არაფერი წერია. გვაინტერესებს, შპს რაიმე საგადასახადო რისკის წინაშე ხომ არ დგას 24.09.2021-25.11.2021 პერიოდზე?

2022/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია (შპს) აპირებს ფილიალის გახსნას ევროპის ერთ-ერთ X ქვეყანაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს: 1) როგორ უნდა მოვახდინოთ ფილიალის მიერ იქ განხორციელებული საქმიანობის აღრიცხვა? სად უნდა მოხდეს თითოეული გადასახადის (დღგ, მოგების, საშემოსავლო) დეკლარირება და გადახდა და რომელი ქვეყნის კანონმდებლობით? 2) თანამშრომლები, რომლებიც იქ იმუშავებენ, იქნებიან აქედან წაყვანილი თანამშრომლები. მათი ხელფასის აღრიცხვა ისევ ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდებოდა აქამდე? მათი ხელფასების გადარიცხვა შპს-ის ანგარიშიდან მოხდება და საშემოსავლოს დეკლარირება და გადახდა საქართველოში უნდა მოხდეს ისევ? 3) ასევე, კომპანიას საკუთარი ქონება გააქვს საქართველოდან ფილიალის მიერ გამოსაყენებლად, რომელიც შეიძლება მერე უკან დაბრუნდეს. რა რეჟიმით უნდა მოხდეს გატანა?

2022/02
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ვარ ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი,70%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. მსურს გავიტანო ჩემი წილი მანქანა-დანადგარების სახით და შევიტანო სხვა შპს-ში. როგორ არის ეს შესაძლებელი? მაინტერესებს, რა იურიდიული პროცედურებია გასავლელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დამეკისრება?

2022/01
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

04.09.2021 წ. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონტრაქტორის დირექტორს, ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ თანხა 30000 ლარი. 05.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 3000 ლარი. 06.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ კიდევ 2000 ლარი. ანუ, ჯამში ამ ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 35000 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული გვაქვს „მომსახურება“. ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, შესაბამისად, ეს თანხა ამ ფიზიკურმა პირმა დაგვიბრუნა დეკემბრის თვეში. თანხა გადარიცხვის მომენტში დაბეგრილი არ არის საშემოსავლო გადასახადით (დეკლარაცია დასაზუსტებელია). გთხოვთ, მოგვწეროთ, როგორ მოვიქცეთ? სექტემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია აღარ დავაზუსტოთ, რადგან დეკემბრის თვეში დაბრუნდა თანხა? ამ შემთხვევაში, ხომ არ არის რისკი, ეს ოპერაცია განხილულ იქნას სესხად?

2022/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოებამ მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი საბაზრო ღირებულებით. ამ ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე ამავე სააქციო საზოგადოებამ შეაფასებინა შემფასებელს თავისი 1 აქციის საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ოპერაციის შინაარსს, სააქციო საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს მისი რეზიდენტი ფიზიკური პირი აქციონერისგან (რომელიც აქციებს ფლობს 2 წელზე მეტ ხანს) საკუთარი აქციების გამოსყიდვა. ცხადია, ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მისი აქციათა გამოსყიდვიდან გამომდინარე ამ აქციონერის მიმართ გაუჩნდება თანხის გადახდის ვალდებულება და ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მას გადასცემს ზემოაღნიშნულ შპს-ში სააქციო საზოგადოების 100% წილს. გამოსყიდული აქციების და სანაცვლოდ გადაცემული შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება ერთმანეთის ტოლია. გთხოვთ გვაცნობოთ, რა სახის დაბეგვრა შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში?

2021/12
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
შეფასება და აუდიტი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

შპს-მ გაყიდა ავტომანქანა მეორე შპს-ზე, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, თუმცა ამ ავტომანქანაში საწვავს დირექტორი ისევ პირველი შპს-ის ბარათიდან ასხამს. ეს გარემოება როგორ განიხილება დაბეგვრის კუთხით? ორივე შპს დღგ-ის გადამხდელია.

2021/12
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
პასუხის ნახვა